LIVE TV
სამშაბათი, ოქტომბერი 14, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

31 ოქტომბერს ათასობით ამომრჩეველმა შეიძლება არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღოს – “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”

დაპოსტა 2020/10/27-ში
155
ნახვა
გაზიარება

მისასალმებელია, რომ ცესკომ, სპეციალური გადასატანი ყუთის სიაში იმ ამომრჩევლის რეგისტრაციის ვადა გაახანგრძლივა, რომლებიც COVID-19-ის გამო თვითიზოლაციაში იმყოფებიან ან ბინაზე გადიან მკურნალობას, თუმცა ამომრჩევლები რიგ ბიუროკრატიულ ბარიერებს აწყდებიან, რაც პროცესის ხარვეზიანობაზე მიუთითებს. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამინისტროს სრული სიზუსტით არ ჰყავს თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები აღრიცხული, რაც პრობლემას უქმნის მოქალაქეებს რეგისტრაციის მომენტში.

ორგანიზაციის ცნობით, აღნიშნულის გამო შესაძლოა 31 ოქტომბერს ათასობით ამომრჩეველმა ვერ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა.

„ჩვენმა ორგანიზაციამ ცესკოს შესაბამისი დადგენილება მისი მიღების დღიდან რამდენიმე პრობლების გამო გააკრიტიკა (bit.ly/3kxGCZl).

პირველ რიგში, სწორედ თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანებისთვის რეგისტრაციის ვადის სიმცირის გამო, რადგან თავიდანვე ცხადი იყო, რომ მოცემული ვადა , 24-26 ოქტომბერი, დასარეგისტრირებლად საკმარისი არ იქნებოდა ამომრჩევლებისათვის.

ამასთანავე, პრაქტიკაში ფიქსირდება რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა: ცესკოს ცხელი ხაზი გადატვირთულია; თვითიზოლაციაში მყოფ მოქალქეებს არ აქვთ ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს სიაში აღრიცხვის გარეშე მათი რეგისტრაცია არ ხდება. ამ მიზნით მათ ცესკოდან ჯანდაცვის ცხელ ხაზზე ამისამართებენ, რომელიც ასევე გადატვირთულია; ცესკოს მიერ რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივების შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე ოპერატორებმა რამდენიმე მოქალაქეს განუცხადეს, რომ სამინისტრომ უკვე დაასრულა თვითიზოლაციაში მყოფი პირების საარჩევნო მიზნით აღრიცხვა და სია 26 ოქტომბერს გადასცა ცესკოს. ამ პერიოდის მანძილზე ორგანიზაციას სხვადასხვა ადამიანები გვატყობინებდნენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ თვითიზოლაციაში იმყოფებიან, ჯანდაცვის სამინისტროს არ ჰყავს თვითიზოლაციაში მყოფ პირად აღიცხული. შესაძლებელია ითქვას, რომ სამინისტროს არ ჰყავს სრული სიზუსტით თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები აღრიცხული. ეს მოცემულობა პრობლემას უქმნის ადამიანებს რეგისტრაციის მომენტში, რის გამოც ათასობით ამომრჩეველი შესაძლებელია არჩევნებში მონაწილეობის გარეშე დარჩეს 31 ოქტომბერს.

მიგვაჩნია, რომ სიების ავტომატური ფორმირება, ისე რომ სავალდებულო არ ყოფილიყო თავად ამომრჩევლებისთვის ცესკოსთვის დარეკვა, საორგანიზაციო პრობლემების დიდ ნაწილს მოაგვარებდა. ასევე, კვლავაც ვფიქრობთ, რომ საკარანტინე ზონებში და სამკურნალო დაწესებულებებში მნიშვნელოვანი იქნებოდა სპეციალური უბნების შექმნა. იმედს გამოვთქვამთ, რომ არჩევნების დღეს გადასატანი საარჩევნო ყუთის საკითხთან დაკავშირებით პრობლემა არ წარმოიშობა და ის ყველა რეგისტრირებულ პირთან მივა. ასევე ვწუხვართ, რომ მსგავსი ლოჯისტიკური პრობლემების გამო, შესაძებელია რამდენიმე ათასმა ამომრჩეველმა ხმის მიცემის უფლებით ვერ ისარგებლოს.

აქვე გაცნობებთ, რომ ადამიანებს, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებიან ან ბინაზე მკურნალობას გადიან რეგისტრაციისათვის შეუძლიათ მიმართონ ცესკოს დღეს, 27 ოქტომბერს 14:00 საათამდე. ნომერზე: +995 32 251-00-51; შიდა ნომერი „0“. მოვუწოდებთ ამომრჩევლებს მაქსიმალურად ისარგებლონ ამ შესაძლებლობით”, – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება62

დაკავშირებული -პოსტები

ისაკო დევიძე თავისუფალია

ოქტომბერი 14, 2025
9
მთავარი

ისაკო დევიძე თავისუფალია . აქტივისტს 20 დღიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.  "სალამი, მეგობრებო! გამოვედი კარგად დასვენებული და საბრძოლო შემართებით! ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე საქართველოს სიყვარულისათვის! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! #ცეცხლიოლიგარქიას", - წერს ისაკო...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 14, 2025
174
მთავარი

სვეტიცხოვლის ტაძრის ეზოში ჟურნალისტური საქმიანობის საბაბით, შიგა განაწესის დარღვევისათვის „ტვ. პირველის“ და „ტვ. ფორმულას“ გადამღები ჯგუფები მომდევნო საეკლესიო დღესასწაულებზე აკრედიტაციას ვერ მიიღებენ, - ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. „დღეს, 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლის...

დაწვრილებითDetails

ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებების ინიცირება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების პირდაპირ მორღვევაა – არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი

ოქტომბერი 14, 2025
5
მთავარი

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებით, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებების ინიცირება მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების პირდაპირ მორღვევას წარმოადგენს. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ახალი ცვლილებებით ხელისუფლება ცდილობს პროტესტის ნებისმიერი ფორმა აკრძალოს....

დაწვრილებითDetails

სატვირთო კაცს დაეჯახა – არის მსხვერპლი

ოქტომბერი 14, 2025
500
მთავარი

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, მოდებაძის ქუჩაზე, სატვირთო ავტომობილი 60 წლამდე კაცს დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. კაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარზე...

დაწვრილებითDetails

მძღოლები რუსეთის მხრიდან დაწესებულ ახალ შეზღუდვებს აპროტესტებენ

ოქტომბერი 13, 2025
91
მთავარი

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა - შეკრებილები სატვირთო გადამზიდავები და მძღოლები იყვნენ, რომლებიც რუსეთის მხრიდან დაწესებულ ახალ შეზღუდვებს აპროტესტებენ. არსებული ინფორმაციით, რუსეთმა ქართველი მძღოლების დაჯარიმება და დეპორტაცია დაიწყო,...

დაწვრილებითDetails

მიწა ნელ-ნელა სოფლისკენ გადაადგილდება- რა მდგომარეობაზე საუბრობენ სოფელ ლაშხევში

ოქტომბერი 13, 2025
203
მთავარი

ლაშხევი - სოფელი, რომლისკენაც მიწა მოდის გვირაბების მშენებლობის შემდეგ, ტონობით მიწის მასა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშხევის სიახლოვეს დაყარეს. ადგილობრივების თქმით, მას შემდეგ ნიადაგმა დეფორმირება დაიწყო, მაღლა აწეული ფენა ნელ-ნელა სოფლისკენ...

დაწვრილებითDetails

დაფიქსირდა ძაღლის ცოფით სიკვდილის შემთხვევა

ოქტომბერი 13, 2025
679
მთავარი

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დარაკოვში მიკედლებული ძაღლის სიკვდილის შემთხვევა აღინიშნა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ვეტერინარებმა ეპიდემიოლოგიური მოკვლევა ჩაატარეს და პათოლოგიური მასალის ნიმუში აიღეს....

დაწვრილებითDetails

საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია – სახალხო დამცველი შპს „რეფორმერ ფიტნესზე“

ოქტომბერი 13, 2025
13
მთავარი

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი შპს „რეფორმერ ფიტნესის“ ხელმძღვანელს, გიორგი ფუტკარაძეს პასუხობს და აცხადებს, რომ საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია. როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „რეფორმერ ფიტნესის“ მიერ გავრცელებული...

დაწვრილებითDetails

ჩამოაყალიბეს რადიკალურ ისლამისტურ იდეოლოგიაზე დაფუძნებული დაჯგუფება-სუს-მა საქართველოს 3 მოქალაქე დააკავა

ოქტომბერი 13, 2025
134
ვიდეო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს 3 მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ...

დაწვრილებითDetails

გზა მოდინახეს ციხესკენ – ფოტო სოც. ქსელში ვრცელდება

ოქტომბერი 13, 2025
138
მთავარი

"საჩხერიდან მოდინახეს ციხესკენ მიმავალ გზას რომ შეხედოთ, ისეა განათებული, გეგონება არაფერი დაგაბრკოლებს გზაზე, მაგრამ უცებ ასეთ რამეს გადაეყრებით... გზად სადმე ქალაქში პატრულს თუ ნახავთ და კითხავთ, პასუხად გეტყვიან - რავი,...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».