წყალტუბოში, ყოფილი სავაჭრო ცენტრის „მერცხალის“ შენობიდან ჩამოვარდნის შედეგად 17 წლის მოზარდი გარდაიცვალა.
როგორც ცნობილია 17 წლის გოგონა მეგობრებთან ერთად ფოტოების გადასაღებად იყო ასული.
შემთხვევა პირველ ივლისს საღამოს მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რო ფაქტთან დაკავშირებით საქმე სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.