”300 ლარით თავად იცხოვრონ, ამ ხელისუფლებას ხალხი არ ადარდებს” – საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენისა და ბაზრობების გახსნის მოთხოვნით ქუთაისში აქცია იმართება. მოვაჭრეები ჭავჭავაძის გამზირზე ე.წ კეჩის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებილები. ისინი ტრანსპორტის დაუყოვნებლივ გახსნას მოითხოვენ და აცხადებენ რომ ღია ტიპის ბაზრები თებერვლიდან უნდა ამუშავდე. მათივე თქმით დაანონსებული გახსნა კვლავ ტყუილი არ უნდა აღმოჩნდეს. როგორც მოვაჭრეები ამბობენ ისინი ტყუილში ცხოვრებით დაიღალნენ.
როგორც სავაჭრო ქსელ ,,გრანდ მოლის” ხელმძღვანელი და აქციის ერთ-ერთი ორგანიზარტორი ნატო დანელია აცხადებს ტრანსპორტისა და მოლების გარდა მნიშვნელივანია თანამშრონლების ტესტირებები დროულად დაიწყოს.
აქციას შეუერთდნენ პოლიტიკოსები.
ცნობისათვის, მთავრობის გადაეყვეტილებით, მოლების გახსნა პირველ თებერვალს, ღია და დახურული ბაზრობების კი 15 თებერვალსაა დაანონსებული. რაც შეეხება ტრანსპორტს ის ფუნქციონირებას 1 მარტოდან დაიწყებს.