ხობში, სოფელ ხეთაში 30 წლის კაცმა ბიძა მოკლა. შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდამ ბიძას ბლაგვი საგნით ორჯერ თავის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. ორივე მათგანი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
მომხდარზე ერთი პირია დაკავებული. გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს
“რუსეთის საომარი ეკონომიკა უკვე დასუსტებულია და უფრო დავასუსტებთ ” – კაია კალასი
მალე რუსეთის ენერგეტიკული, ფინანსური და სავაჭრო შემოსავლების წინააღმდეგ ახალ ზომებს მივიღებთ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა კიევში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან...