ალექსანდრე კობერიძის ფილმმა „რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ?“ ბერლინის 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის (FIPRESCI) ჯილდო დაიმსახურა. ფილმი კინოფესტივალის საკონკურსო სექციაში 1 და 3 მარტს აჩვენეს.
30 წლის შემდეგ, ეს პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელიც ბერლინალეს მთავარ სელექციაში მოხვდა. მაშინ „ვერცხლის დათვი“ თემურ ბაბლუანის „უძინართა მზეს“ გადაეცა.
150-წუთიანი ფილმი საქართველოსა (Sakdoc Film) და გერმანიის (DFFB) ერთობლივი ნამუშევარია. გადაღება 2019 წლის აპრილიდან დაიწყო, 2021-ის დასაწყისში დასრულდა
ეს ალექსანდრე კობერიძის პირველი წარმატება არ არის – 2018 წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის კრიტიკოსებმა მისი ფილმი „ნეტავ აღარასდროს მოვიდეს ზაფხული“ საუკეთესო ექსპერიმენტულ ნამუშევრად აღიარეს.
ფართო აუდიტორია ქართულ ფილმს „რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ?“ 9-20 ივნისს შორის ნახავს, ბერლინში საზაფხულო კინოჩვენებების დროს.









