თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე 30 წლამდე ასაკის ორ ქალს ავტომანქანა დაეჯახა. როგორც „ფორტუნას“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებულები ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში ცოტა ხნის წინ გადაიყვანეს.
ორივე დაშავებულს აღენიშნება თავის ტრავმა, ასევე ქვედა კიდურის მოტეხილობა.