LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
30 წელიწადში მივიღეთ ახალი თაობა – სრულიად თავისუფალი, უშიშარი და უკომპლექსო – სალომე ზურაბიშვილი

30 წელიწადში მივიღეთ ახალი თაობა – სრულიად თავისუფალი, უშიშარი და უკომპლექსო – სალომე ზურაბიშვილი

დაპოსტა 2020/03/04-ში
A A
51
ნახვა
გაზიარება

30 წელიწადში მივიღეთ ახალი თაობა – სრულიად თავისუფალი, უშიშარი და უკომპლექსო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში პრეზიდენტის წლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ამ მიღწევებს ვერც ერთი მთავრობა მთლიანად ვერ მიიწერს, ისიც ცხადია, რომ ყველას მიუძღვის წვლილი. ეს მიღწევები საზოგადოების დამსახურებაა.

“ჩვენ ვიცოდით საქართველოს პოტენციალის, მისი კულტურული რესურსებისა და ზოგადად, მიმზიდველობის შესახებ, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდით, რომ ეს ქვეყანა ასე სწრაფად განვითარდებოდა; რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებითა თუ მსოფლიო რეიტინგებით თავს დაიმკვიდრებდა რეგიონში (და არა მხოლოდ რეგიონში); რომ ჩვენი სპორტსმენები მსოფლიო არენას დაიპყრობდნენ და გავხდებოდით საერთაშორისო მასშტაბის ჩემპიონატების მასპინძლები ველოდები, რომ 26 მარტს ქართულმა ფეხბურთმა დაგვიდასტუროს თავის ადგილი ამ დარგში. ვერ წარმოვიდგენდით, რომ ამ ხანმოკლე პერიოდში საქართველო, როგორც ღვინის აკვანი, თავს გააცნობდა მსოფლიოს, და ეს სტატუსი კითხვის ნიშნისა და ეჭვის ქვეშ არც დადგებოდა; რომ მსოფლიო ტურისტულ რუკაზე იგი თავის კუთვნილ ადგილს მოიპოვებდა. რაც მთავარია, ჩვენი ახალგაზრდები მსოფლიოს უნივერსიტეტებსა და საერთაშორისო სამეცნიერო შეჯიბრებებში მნიშვნელოვან და საამაყო წარმატებებს აღწევენ. 30 წელიწადში მივიღეთ ახალი თაობა – სრულიად თავისუფალი, უშიშარი და უკომპლექსო. ამ მიღწევებს ვერც ერთი მთავრობა მთლიანად ვერ მიიწერს, ისიც ცხადია, რომ ყველას მიუძღვის წვლილი. ეს მიღწევები საზოგადოების დამსახურებაა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პარლამენტში პლენარული სესია, სადაც საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით უნდა წარდგეს, ცოტა ხნის წინ დაიწყო.

სხდომას 89 დეპუტატი ესწრება. პრეზიდენტის გამოსვლას ესწრება ასევე მინისტრთა კაბინეტი და თბილისის მერი კახა კალაძე.

ცნობილია, რომ დღევანდელი სხდომა კითხვა- პასუხის რეჟიმში არ წარიმართება. პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ ფრაქციის თავმჯდომარეებს სიტყვით გამოსვლის საშუალება მიეცემათ.

დღევანდელ სესიას არ ესწრება “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო”, რომელიც ბოიკოტის რეჟიმშია. ცნობილია ასევე, რომ პრეზიდენტის მოხსენებას ბოიკოტს უცხადებენ ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატები”. რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსს“ და „სოციალ- დემოკრატებს“, როგორც დღეს ფრაქციის ლიდერმა გია ჟორჟოლიანმა განაცხადა, ფრაქცია ბოიკოტის რეჟიმს განაგრძობს, თუმცა, ის დაკავშირებულია არა პრეზიდენტის გამოსვლასთან, არამედ საარჩევნო სისტემასთან. ამდენად, შესაძლოა, ფრაქციის ცალკეული წევრები სხდომას დაესწრონ.

გაზიარება20

დაკავშირებული -პოსტები

ისრაელმა სამხრეთ ლიბანის სიღრმეში ჯარები განალაგა

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
ისრაელმა სამხრეთ ლიბანის სიღრმეში ჯარები განალაგა
მთავარი

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, სამხრეთ ლიბანის სიღრმეში, ისრაელის მიერ ამჟამად დაკავებული ხუთი პოსტის მიღმა, ჯარები განალაგეს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. „ჯარისკაცები გაძლიერებული თავდაცვითი პოზიციის ფარგლებში სასაზღვრო ზონის მახლობლად რამდენიმე...

დაწვრილებითDetails

“პირველ კლასში რეგისტრაციას ის ბავშვებიც შეძლებენ, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ” – განათლების მინისტრი

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
“პირველ კლასში რეგისტრაციას ის ბავშვებიც შეძლებენ, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ” – განათლების მინისტრი
მთავარი

გამონაკლისის სახით, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში რეგისტრაციას ის ბავშვებიც შეძლებენ, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა. „საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ...

დაწვრილებითDetails

„ლიბერთი ბანკის“ შენობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, შსს განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
„ლიბერთი ბანკის“ შენობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, შსს განცხადებას ავრცელებს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისის შენობაში ხანძართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყეს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან...

დაწვრილებითDetails

აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
თბილისში,ლიფტში ნაპოვნი კაცი სავარაუდოდ მოკლულია
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 2000 წელს დაბადებული ნ.კ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცველების...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
ამინდი

3 მარტს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +14 და ღამით +5 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით ჰაერი +15...

დაწვრილებითDetails

125 ლიტრი ნარკოტიკული საშუალება “მეტამფეტამინის” შემცველი სითხე ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შემოტანის კიდევ ერთი მსხვილი ფაქტი აღკვეთეს – ამოღებულია 125...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად,...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული ლ.ჩ. დააკავეს. სამართალდამცველებმა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის - ლ.ჩ.-ს პირადი ჩხრეკისას, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“...

დაწვრილებითDetails

3 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე, აკონტროლეთ სიჩქარე. ნუ იქნებით სულსწრაფი, მიჰყევით თქვენს გეგმებს. კურო შესაძლოა, დამატებითი სამუშაო შემოგთავაზონ, ან სარფიანი გარიგება დადოთ, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენს ფინანსურ შემოსავლებს. ტყუპები გაგახარებთ პროფესიული...

დაწვრილებითDetails

ახმეტაში, საბავშვო ბაღის მასწავლებელს ნათია ჭიჭიაშვილს გლოვობენ

by მეგა TV
მარტი 2, 2026
0
ახმეტაში, საბავშვო ბაღის მასწავლებელს ნათია ჭიჭიაშვილს გლოვობენ
მთავარი

ახმეტაში, საბავშვო ბაღის მასწავლებელი, ნათია ჭიჭიაშვილი გარდაიცვალა კოლეგების ინფორმაციით, 40 წლის პედაგოგი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მძიმე სენს ებრძოდა. ჭიჭიაშვილი საბავშვო ბაღში, გახანგრძლივებული ჯგუფის მასწავლებლად მუშაობდა. მანამდე კი ახმეტაში აიპ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"