LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
30 წელია ერთ წრეზე ვტრიალებთ – ირაკლი ღარიბაშვილი

30 წელია ერთ წრეზე ვტრიალებთ – ირაკლი ღარიბაშვილი

დაპოსტა 2021/02/22-ში
A A
51
ნახვა
გაზიარება

ეკონომიკა და პოლიტიკა ქვეყანაში პროგნოზირებადი უნდა გავხადოთ – მოდით ვთქვათ პირდაპირ, 30 წელია ერთ წრეზე ვტრიალებთ, ჩვენ არაერთი ფასადური განახლების და ფასადური რეფორმების მომსწრე გავხდით, წინა მთავრობის დროს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში „ფრაქცია ქართული ოცნების“ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, თითოეულმა ადამიანმა, თითოეულმა ბიზნესმენმა უნდა იგრძნოს, რომ სახელმწიფო ყველა სიტუაციაში მათ გვერდით იდგება და რომ ხვალინდელი დღე დღევანდელზე უკეთესი იქნება.

„ჩვენ ეკონომიკა და პოლიტიკა, რა თქმა უნდა, ქვეყანაში უნდა გავხადოთ პროგნოზირებადი. თითოეულმა ადამიანმა, თითოეულმა ბიზნესმენმა უნდა იგრძნოს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სტაბილურ გარემოში, სადაც მოულოდნელ, ვითარების ასე ვთქვათ, გამაუარესებელ მოვლენებს არ ექნება ადგილი, რომ სახელმწიფო ყველა სიტუაციაში მათ გვერდით იდგება და რომ ხვალინდელი დღე იქნება დღევანდელზე უკეთესი. ასევე მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს როლი ეკონომიკის დაქოქვასა და ბიზნესის მხარდაჭერაში არის გადამწყვეტი, მითუმეტეს, კოვიდპანდემიის პირობებში. უფრო მეტიც, დიდი, საშუალო და მცირე ბიზნესისადმი თანადგომა გახდება სამთავრობო პროგრამის ქვაკუთხედი. მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ უნდა იკისროს მთავარი ტვირთი, პანდემიისგან დაზარალებული ბიზნესის და სამუშაო ადგილების გადასარჩენად. რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ ჩვენს თავს, რომ ქვეყანა, მოდით ვთქვათ პირდაპირ, 30 წელია ერთ წრეზე ვტრიალებთ.

ჩვენ არაერთი ფასადური განახლების, ფასადური რეფორმების მომსწრენი გავხდით, წინა მთავრობის დროს და ის დესტაბილიზაციის მცდელობები რაც დღეს არის ქვეყანაში, რა თქმა უნდა, არის მიზანმიმართული ქმედება სახელმწიფო დასუსტების მიზნით. მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგშ, ის ფასადური მითები უნდა დავანგრიოთ, რომლებიც ათწლეულებია აფერხებს ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების განვითარებას. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი მითი არის რაღაც სუსტი სახელმწიფოს იდეა, რომელიც გულისხმობს, რომ სახელმწიფო ნაკლებად უნდა ჩაერიოს ეკონომიკაში და მაშინ ბაზრის უხილავი ხელი თავისით დაარეგულირებს ყველაფერს. ვფიქრობ, რომ პროცესების თვითდინებაზე მიშვებით განვითარების პრეცედენტი ისტორიამ არ იცის, არც ევროპა და არც ამერიკა ამ გზით არ განვითარებულა. მთელი ჩემი აქცენტი მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად იქნება ახალ ინიციატივებზე და ახალ პროგრამებზე მიმართული. ეკონომიკური განვითარების ამოსავალი პრინციპი უნდა იყოს ინკლუზიური განვითარება. რა თქმა უნდა, სახელმწიფო უნდა იდგეს ბიზნეს ინტერესების სადარაჯოზე. ჩვენ გვაქვს ყველა რესურსი არამარტო თვითკმარი ვიყოთ მრავალ სფეროში, არამედ ექსპორტზეც გავიტანოთ ჩვენი პროდუქცია, რომ შემოქმედი ერი გავხდეთ და არამხოლოდ სხვისი შრომის მომხმარებელი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება20

დაკავშირებული -პოსტები

” მომსწრენი გავხდით ნამდვილი სასწაულისა”- მეუფე შიო

by მეგა TV
მარტი 25, 2026
0
” მომსწრენი გავხდით ნამდვილი სასწაულისა”- მეუფე შიო
მთავარი

მთელი საქართველო ფეხზე ადგა და დაიძრა მისი უწმინდესობის ნეშტისკენ თაყვანისცემის, მადლიერების, სიყვარულის გამოსახატავად. საოცარი ერთიანობა, სიყვარული ღვთისადმი, პირადად მისდამი - ეს გამოვლენილი სიყვარული და ერთიანობა ჩვენ გვაძლევს დიდ სულიერ ძალას, ნუგეშს,...

დაწვრილებითDetails

ქმრის მკვლელობაში ბრალდებული,ტიკტოკერის სასამართლო პროცესიდან დეტალები ვრცელდება

by მეგა TV
მარტი 25, 2026
0
ქმრის მკვლელობაში ბრალდებული,ტიკტოკერის სასამართლო პროცესიდან დეტალები ვრცელდება
მთავარი

თბილისში, ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 25 წლის თეკლა გერსამიას საქმეზე სასამართლოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმმა, ნინო კაპატაძემ ჩვენება მისცა. ჩვენების დეტალებს სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. როგორც ექიმმა აღნიშნა, შემთხვევის დღეს ახალგაზრდა ქალი...

დაწვრილებითDetails

გურიაში 23 წლის ბიჭმა მეზობელი ინტერნეტით მიღებული დავალების გამო მოკლა

by მეგა TV
მარტი 25, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცმა მეზობელს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელებული ცნობებით, ბრალდებული...

დაწვრილებითDetails

“სახლში გაკეთებული ზეთიანი წიწაკა უჭამიათ და მოიწამლნენ…თამუნა გარდაიცვალა”- ტრაგედიის დეტალები

by მეგა TV
მარტი 25, 2026
0
“სახლში გაკეთებული ზეთიანი წიწაკა უჭამიათ და მოიწამლნენ…თამუნა გარდაიცვალა”- ტრაგედიის დეტალები
მთავარი

ახალ­გაზ­რდა ქალი, თა­მუ­ნა გო­დერ­ძიშ­ვი­ლი გუ­შინ, 24 მარტს დაკ­რძა­ლეს რუს­თავ­ში. ახალ­გაზ­რდა ქალი სა­ვა­რა­უ­დოდ, კონ­სერ­ვი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტის მი­ღე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. მას­თან ერ­თად მო­ი­წამ­ლა მისი შვი­ლი და მე­უღ­ლე, გი­ორ­გი სა­ჩე­ჩე­ლაშ­ვი­ლი. ისი­ნი რუს­თა­ვი­დან თბი­ლის­ში, ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს....

დაწვრილებითDetails

ხონში გამოიკვეთა როგორც სტაბილური, ისე რისკის შემცველი ეროზიული/მცირე მეწყრული უბნები

by მეგა TV
მარტი 25, 2026
0
ხონში გამოიკვეთა როგორც სტაბილური, ისე რისკის შემცველი ეროზიული/მცირე მეწყრული უბნები
მთავარი

ხონის მუნიციპალიტეტში მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა როგორც სტაბილური, ისე რისკის შემცველი ზონები, რომლებსაც სპეციალისტები შეისწავლიან - ამის შესახებ ხონის მერიის მიერ გავრცელებულ იფნორმაციაშია ნათქვამი. ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ, მოადგილე გერასიმე...

დაწვრილებითDetails

ოზურგეთში მეზობლის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 25, 2026
0
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მეზობლად მცხოვრებ პირს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის...

დაწვრილებითDetails

კაცმა, მიკროავტობუსით მგზავრობისას, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა

by მეგა TV
მარტი 25, 2026
0
გოგონაზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში 60 წლამდე მამაკაცს ადანაშაულებენ
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1980 წელს დაბადებული ს.ს....

დაწვრილებითDetails

თურქეთში ბიზნესის სპორტისა და შოუ-ბიზნესის სფეროს ცნობილი ფიგურები დააკავეს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 25, 2026
0
მთავარი

თურქეთის პოლიციამ, ნარკოტიკებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, 14 პირი დააკავა, მათ შორის ბიზნესის, სპორტისა და შოუ-ბიზნესის სფეროს ცნობილი ფიგურები. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულებს შორის არიან ბიზნესმენები, საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ ყოფილი პრეზიდენტი ფიკრეტ ორმანი,...

დაწვრილებითDetails

25 მარტს 14:00 ზე დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები კანცელარიასთან პრესკონფერენციას გამართავენ

by თამარა ქავთარაძე
მარტი 25, 2026
0
25 მარტს 14:00 ზე დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები კანცელარიასთან პრესკონფერენციას გამართავენ
მთავარი

25 მარტს 14:00 ზე დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები კანცელარიასთან პრესკონფერენციას გამართავენ: "დიუშენის კუნთოვანი დისტროფია გენეტიკური დაავადებაა რომელიც ადრეულ ასაკში იწვევს კუნთების დასუსტებას და ფატალურ შედეგს.  საქართველოში დიუშენით დაავადებული 100 მდე...

დაწვრილებითDetails

2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები გაორმაგდება

by თამარა ქავთარაძე
მარტი 25, 2026
0
ვის რამდენით დაუფინანსდება სწავლის საფასური
მთავარი

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები გაორმაგდება, ვინაიდან მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები სკოლებში სწავლას ერთდროულად დაასრულებენ. ინფორმაციას ამის შესახებ განათლების სამინიტრო ავრცელებს. უწყების ცნობით,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"