შაბათს, 30 ივლისს თბილისი-სენაკი ლესელიძის საავტომობილო გზის 290-ე კილომეტრი, სენაკის მონაკვეთი დროებით გადაიკეტება.
მიზეზი მრავალეროვნული სამხედრო სწავლება “Agile Spirit 2021”-ის ჩატარებაა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
სწავლების საშტაბო კომპონენტი სენაკში მდებარე მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე ტარდება. ხოლო, საველე სწავლება ახალციხის მუნიციპალიტეტში მდებარე ორფოლოს პოლიგონზე. სწავლების ფარგლებში, ზემოაღნიშნულ ლოკაციებზე დაგეგმილია მარათონის ჩატარება და საჭიროა საავტომობილო გზის ჩაკეტვა.
შეზღუდვა 09:00 საათიდან დაიწყება და 15 წუთს გასტანს.