რუსთავში, 30 წლამდე ქალი ცენტრალური ხიდიდან მტკვარში გადახტა.
ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.
ახალგაზრდა დინებამ გაიტაცა, თუმცა მისი შემჩნევა მეთევზეებმა შეძლეს.
ქალის ამოყვანა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა და მეთევზეებმა მოახერხეს.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა პაციენტი ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.