მაშ ასე, ვვარჯიშობთ ლამაზი ფეხებისათვის!
ვარჯიშის ადგილი – საწოლი
ვარჯიშის ხანგრძლივობა – 3 წუთი
ვარჯიშის დრო – დილით გაღვიძებისთანავე ან საღამოს –
დაძინებამდე. რეგულარულობა – ყოველდღე.
- ვამაგრებთ ბარძაყების წინა კუნთებს
ვწევართ ზურგზე. ხელები სხეულის გასწვრივ გვიწყვია. ფეხებს ავწევთ 90 გრადუსიან კუთხემდე, ფეხის წვერები გაჭიმული გვაქვს. ვხრით ხან ერთ, ხან მეორე ფეხს და ვაბრუნებთ საწყის მდგომარეობაში. არ დაგვავიწყდეს, რომ მუხლები უნდა გვქონდეს ერთად და ვარჯიშის დროს უნდა დავჭიმოთ პრესის კუნთები. ვიმეორებთ თითოეული ფეხით 10-ჯერ.
2.ვამაგრებთ ბარძაყების უკანა კუნთებს
ვწევართ ზურგზე. ხელები სხეულის გასწვრივ გვიწყვია. ფეხებს ავწევთ 90 გრადუსიან კუთხემდე, ფეხის წვერებს ვხრით მაქსიმალურად ჩვენსკენ. მუხლები მივატყუპოთ. მნიშვნელოვანია, რომ ტერფები ყოველთვის ჩვენსკენ იყოს მაქსიმალურად დაფიქსირებული. ვიწყებთ ფეხების მონაცვლებით მოხრას მუხლებში ისე, რომ ქუსლები ბოლომდე მივიტანოთ დუნდულებამდე. ვიმეორებთ თითოეული ფეხით 10-ჯერ.
3. ვამაგრებთ ბარძაყის შიდა კუნთებს.
ვწევართ ზურგზე. ფეხები ვერტიკალურად გვაქვს. ერთი ფეხი მეორეს წინ არის ისე, რომ ფეხები ერთმანეთს აწვება. ვხრით ორივე ფეხს ისე, რომ გაკეთდეს მარყუჟი. გამეორება 10-ჯერ – მარჯვენა ფეხით ზედა მდგოამარეობაში და 10-ჯერ – მარცხენა ფეხით ზედა მდგომარეობაში.