ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:48-ზე, მთვარე ვერძშია
მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალური ურთიერთობისთვის. ამ დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
ვერძი
ჯობია შეწყვიტოთ მუშაობა ახალ პროექტებზე, თუნდაც ძალიან მნიშვნელოვანზე და დაუბრუნდეთ გადადებულ საქმეებს: ახლა მათი განხორციელებისთვის ხელსაყრელი პირობები შეიქმნება.
კურო
თუ საყვარელი ადამიანისგან რაიმეს მიღწევას გადაწყვეტთ, არ გადააჭარბოთ, დაიცავით ზომიერება. ისე არ მოიქცეთ, რომ საპირისპირო შედეგი მიიღოთ.
ტყუპები
იყავით ყურადღებიანი გარშემო მყოფების მიმართ, დიდია ალბათობა იმისა, რომ ერთ-ერთი თქვენი “ტყუპისცალი” აღმოჩნდეს: თქვენი მსგავსება მთელი ცხოვრების მანძილზე დაგამეგობრებთ.
კირჩხიბი
კომპანია, რომელიც კონკურენციას უწევს კომპანიას, რომელშიც მუშაობთ, შეიძლება შეეცადოს მოგატყუოთ: კარგად დაფიქრდით, სანამ ერთ რამეს მეორეზე შეცვლით.
ლომი
დაყავით დღე ორ ნაწილად: სასურველია, პირველი ნახევარი დაუთმოთ სამუშაოს – ყველა პროფესიული საკითხის სწრაფად და უპრობლემოდ გადაჭრას შეძლებთ, ხოლო მეორე ნახევარი – დასვენებას, რაც მთავარია – მეგობრებთან შეხვედრას.
ქალწული
ახლობელ ადამიანს ბოროტება არ უნდა უსურვოთ: შესაძლოა, თქვენმა ემოციურმა გზავნილმა მიაღწიოს მიზანს, მაგრამ – ამავდროულად – შეუძლია თქვენც სერიოზულად დაგაზიანოთ.
სასწორი
შეგიძლიათ მოუსმინოთ სხვების რჩევებს, მაგრამ არ ხართ ვალდებული მიჰყვეთ მათ – თქვენი ინტუიცია უნდა იყოს თქვენი საუკეთესო მრჩეველი დღესაც და სხვა დროსაც.
მორიელი
წარმატება გელოდებათ როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში და შეეცადეთ, არავითარ შემთხვევაში არ გაუშვათ შანსი ხელიდან.
მშვილდოსანი
სამუშაო კვირის დაწყების მიუხედავად, მიზანშეწონილია დღევანდელი დღე დასვენებას დაუთმოთ: ვარსკვლავები გირჩევენ დაგროვილი დაღლილობის “მოხსნას”… უსაქმურობით: რაც ნაკლებად აქტიური იქნებით დღეს, მით უკეთესი თქვენთვის.
თხის რქა
ნებისმიერი ფინანსური ტრანზაქცია წარმატებული იქნება – შეგიძლიათ გააფორმოთ მნიშვნელოვანი კონტრაქტები და დადოთ სერიოზული გარიგებები: არ გამოტოვოთ იღბლიანი შესაძლებლობა კარგი ფულის გამომუშავებისთვის.
მერწყული
ხელსაყრელი დღეა ახალ პერსპექტიულ პროექტზე მუშაობის დასაწყებად, რომელიც დიდი ხანის წინ გადადეთ: დღეს სამუშაოსთვის ყველაზე ხელსაყრელი გარემოებები შეიქმნება.
თევზები
მიიღებთ მნიშვნელოვან რჩევებს, სრულიად უცხო ადამიანისგან, რომლებიც დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ცხოვრებისეულ სიტუაციას.