ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე შოკის მომგვრელი შემთხვევა – კრეტაზე, კერძოდ, ირაკლიოში, გადარჩენისთვის იბრძვის 3 წლის ბავშვი, რომელსაც 26 წლის დედა და მისი 44 წლის შეყვარებული აწამებდნენ.
საზარელი ინციდენტის შესახებ მას შემდეგ გამოვლინდა, რაც სასწრაფო დახმარების ცენტრში დახმარების თხოვნით ზარი შევიდა. ადგილზე მისულმა სამედიცინო ბრიგადამ ბავშვი მძიმე მდგომარეობაში იპოვა. აშკარა იყო ძალადობის ნიშნები: სხეულზე ჰქონდა სისხლჩაქცევები, დამწვრობები სიგარეტისგან. მცირეწლოვანი მაშინვე გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც რეანიმაციაში მოათავსეს, მართვით სუნთქვაზე.
ექიმი, რომელმაც ბავშვი პირველმა ნახა, აღნიშნავს, რომ პრაქტიკაში მსგავს სისასტიკეს არ შეხვედრია.
ინფორმაცია პოლიციას დაუყოვნებლივ მიაწოდეს და დააკავეს ბავშვის 26 წლის დედა და მისი 44 წლის შეყვარებული, რომელიც წარსულში ოჯახური ძალადობის ბრალდებით იყო დაკავებული.
ორივე მათგანს მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად.