LIVE TV
სამშაბათი, დეკემბერი 16, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

3 წელიწადში წყალტუბოში არცერთი სასტუმრო არ იქნება ჩემს საკუთრებაში – ბიძინა ივანიშვილი

დაპოსტა 2019/11/04-ში
178
ნახვა
გაზიარება

წყალტუბოს სასტუმროები ღია აუქციონზე, მკაცრი საინვესტიციო პირობებით გაიყიდება. მხოლოდ ორი მთავარი მოთხოვნა და თხოვნა მექნება – ეს არის ვადები, რომ მაქსიმუმ 3 წელიწადში ობიექტი უნდა დასრულდეს და რეაბილიტაცია არსებული კულტურულ-ისტორიული იერსახის შენარჩუნებით განხორციელდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა Entrepreneur-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, საინვესტიციო პაკეტი დროის მოკლე მონაკვეთში უნდა გამოცხადდეს. ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ ობიექტები გასაყიდად ცალ-ცალკე გამოვა. იმ სასტუმროებს, რომელიც არ გასხვისდება, ბიძინა ივანიშვილი თავად შეიძენს.

„იქნება ტენდერი თუ აუქციონი, სახელმწიფო განსაზღვრავს, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს და რა თქმა უნდა, მეც და ყველა დაინტერესებული პირი მას დავემორჩილებით. წინასწარ ვამბობ და ვეუბნები ბიზნესსაც, რომ ეს იქნება ყველასთვის ძალიან საინტერესო და მომგებიანი საქმე, რადგან ეს სასტუმროები 12 თვის განმავლობაში იქნება დატვირთული. ამ პროცესში, მე ვფიქრობ, რომ შეიძლება ყველა სასტუმრო გაიყიდოს სხვა კერძო ინვესტორებზე და პრაქტიკულად, მე აღარცერთი სასტუმროს შეძენა არ მომიწიოს. რაც არ გაიყიდება, მე ვარ მყიდველიც და გამკეთებელიც – 3 წელიწადში!

მოკლედ რომ ჩამოვაყალიბო ჩემი როლი ამ პროექტში, მე ვარ ერთგვარი გარანტორი და დამზღვევი, რომ წყალტუბოს აღორძინების პროექტი აუცილებლად განხორციელდება. მოდელი ასეთია – რაც არ გაიყიდება, იმას შევიძენ. ვფიქრობ, მშენებლობის პროცესშიც მოხდება დაინტერესება ბიზნესის მხრიდან. როგორც წერილში განვაცხადე, მზად ვარ, ნებისმიერ ეტაპზე, იქნება ეს დაგეგმარება, პროექტირება, მშენებლობა თუ დასრულების შემდეგ, ექსპლუატაციაში ჩაშვება, გავასხვისო ეს ობიექტები ნებისმიერ ინვესტორზე, რათა შემდგომში მან გააგრძელოს წარმატებული ოპერირება. მაქსიმალური ფასი მხოლოდ პროექტზე დახარჯული თანხა იქნება.

ამავე პროცესშიც დავეხმარები იმ ბიზნესსაც, ვინც უკვე ფლობს იქ სასტუმროებს და არ მოისურვებს გაყიდვას – მთავარია, მათი მაღალი ხარისხი დავიჭიროთ, ამას კი დამატებითი ინვესტიციები დასჭირდება. ზოგს შესაძლოა, თანაინვესტირების ფონდის საშუალებით დავეხმარო, ზოგს იაფი რესურსის მოძიებით, ან სხვა სახით, როგორც ბიზნესს დასჭირდება. თუ ასე არ მოხდა და ბიზნესმა ამ ეტაპზე მაინც თავი შეიკავა, ყველა ობიექტს მე შევიძენ და დავასრულებ. რაც მთავარია, მე ზოგადი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში მივეხმარები სახელმწიფოს. რასაც თავად ვერ გაწვდება, ჩემი ხარჯებით დავაფინანსებ“, – განაცხადა ივანიშვილმა და იქვე დასძინა, რომ თავად იზრუნებს წყალტუბოში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე.

„წყლის რესურსის სწორი გამოყენებით, ერთიანი სპასისტემის შექმნით. ერთი და ორი სასტუმროს გაკეთებას აზრი არ აქვს, ყველაფერი უნდა მოხდეს კომპლექსურად, ერთიანი გეგმის ფარგლებში. როცა ბიზნესი დაინახავს, რომ ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდა და 3 წელიწადში შესაძლოა სერიოზული შემოსავლები მიიღოს, საქართველოში არის ძალიან ბევრი ნიჭიერი ბიზნესმენი და დარწმუნებული ვარ, მათი მხრიდან უზარმაზარი ინტერესი იქნება. ზუსტად ისე, როგორც ეს მოხდა აბასთუმანში.

რაც შეეხება ოპონენტების საყვარელ ფრაზას, რომ ყველაფერი ივანიშვილმა იყიდა, მინდა გავაწბილო ისინი – ყველა დაინახავს, რომ 3 წელიწადში არცერთი სასტუმრო არ იქნება ჩემს საკუთრებაში, ამ პროექტიდან სარგებელს კი, ათასობით ადამიანი ნახავს.

მთავარია პროცესზე დაწესდეს მუდმივი მონიტორინგი. ერთიანი კონცეფციის ფარგლებში გაწერილი საინვესტიციო ვალდებულებები, შენობების არქიტექტურული და კულტურული ღირებულების შენარჩუნების პირობები და ობიექტების დასრულების ვადები მკაცრად უნდა იყოს დაცული“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

თეგები: ბიძინა ივანიშვილიწყალტუბოწყალტუბოს აღორძინება
გაზიარება88

დაკავშირებული -პოსტები

არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა

დეკემბერი 15, 2025
82
მთავარი

არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა. შესაბამის ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს სოციალურ ქსელში. საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ბრძანებაში, რომელიც პატრიარქის ხელმოწერით ვრცელდება, ნათქვამია, რომ არქიმანდრიტ დოროთეს მღვდელმოქმედების უფლება საეკლესიო კანონიკური ეთიკის...

დაწვრილებითDetails

დეკემბერი 15, 2025
12
მთავარი

„საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ოფიციალურად გაიხსნა ქუთაისში — ამჯერად არა როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ), არამედ როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია. ცენტრის ხელმძღვანელი მარიკა ვაჭარაძეა, რომელიც მანამდე მუშაობდა საგარეო...

დაწვრილებითDetails

მარტივი რიტუალი, რომ ახალი წლის ღამით საბედო დაგესიზმროთ

დეკემბერი 15, 2025
38
მთავარი

ასტროლოგი ახალ წლის ღამეს შესასრულებელ მარტივ რიტუალს გვიზიარებს, რომელიც, ადამიანს დაეხმარება მომავალი ცხოვრების თანამგზავრის დასიზმრებაში. რიტუალი ასეთია: საჭიროა ნებისმიერი ბეჭდის გაკეთება მარჯვენა ხელის არათითზე, იმ თითზე, რომელზეც ქორწინების ბეჭედს ატარებენ....

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

დეკემბერი 15, 2025
181
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა,...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომელთა ცხოვრება 2026 წელს სუფთა ფურცლიდან დაიწყება

დეკემბერი 15, 2025
200
მთავარი

წითელი ცეცხლოვანი ცხენის წელი არაერთ სიახლესა და ცვლილებას გვპირდება. ბევრი ადამიანისათვის ეს წარსულის საბოლოოდ ჩამოშორებისა და ყველაფრის თავიდან დაწყების პერიოდი იქნება, ზოგიერთს კი მოუწევს, სხვადასხვა გამოცდა გადალახოს და პიროვნულ განვითარებაზე...

დაწვრილებითDetails

თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ყაზახეთის ახალი მიმართულება დაემატა

დეკემბერი 15, 2025
14
მთავარი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიამ Scat Airlines ყაზახეთის ქალაქ შიმქენთიდან პირველი მგზავრები ჩამოიყვანა. აღნიშნული მიმართულებით ავიარეისები რეგულარული იქნება და კვირაში ორჯერ - ყოველ ორშაბათსა და პარასკევს შესრულდება. 15 დეკემბერს, შიმქენთი-თბილისი-შიმქენთის საჰაერო...

დაწვრილებითDetails

“ფინანსური სარგებელი” – როგორი იქნება 15-21 დეკემბრის კვირა ზოდიაქოს ნიშნებისთვის

დეკემბერი 15, 2025
69
მთავარი

კვირა მზისა და სატურნის დაძაბული კვადრატურით დაიწყება. ეს პერიოდი, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული დაბრკოლებებით ხასიათდება, წარმატებას მოუტანს იმ ადამიანებს, რომლებსაც პასუხისმგებლობების აღების არ ეშინიათ და საკუთარ მიზნებს ნაბიჯ-ნაბიჯ, გააზრებულად მიჰყვებიან....

დაწვრილებითDetails

განახლებული ვალუტის კურსი 16 დეკემბრისთვის

დეკემბერი 15, 2025
58
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6981 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6985 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004...

დაწვრილებითDetails

” საქართველო მკაცრად გმობს სიდნეიში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას” – მიხეილ ყაველაშვილი

დეკემბერი 15, 2025
28
მთავარი

მიხეილ ყაველაშვილმა სიდნეიში, ბონდის სანაპიროზე მომხდარი სროლა დაგმო, რომელსაც უკანასკნელი ინფორმაციით, 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მან ხანუქას დღესასწაულზე მომხდარ სროლას ტერორისტული თავდასხმა უწოდა და მსხვერპლთა ოჯახების მიმართ თანაგრძნობა გამოხატა. „საქართველო მკაცრად გმობს...

დაწვრილებითDetails

ავარია ზუგდიდი-ანაკლიის მაგისტრალზე

დეკემბერი 15, 2025
622
მთავარი

ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალურ მაგისტრალზე -  სოფელ ახალკახათთან მანქანა გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა გოგოა დაშავებული. "პირელების" ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».