მილანში ფემიციდის მორიგი შემთხვევა — 29 წლის მოდელი დანით 60-ჯერ დაჭრეს საკუთარ სახლში

იტალია, მილანი — გუშინ ღამით იტალიაში კიდევ ერთი ფემიციდის შემთხვევა დაფიქსირდა. 29 წლის მოდელი პამელა ჯენინი, რომელიც მილანის მოდის სამყაროში ცნობილი სახე იყო, ყოფილმა პარტნიორმა — 52 წლის ბიზნესმენმა ჯანლუკა სონჩინმა დანით სასიკვდილოდ დაჭრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულის მოტივი შერიგების უარი გახდა. მამაკაცი გოგონას სახლში მივიდა, რათა ურთიერთობა აღედგინათ, თუმცა პამელამ კატეგორიული „არა“ უთხრა. ეს სიტყვა აღმოჩნდა საბედისწერო — მამაკაცმა მას 60-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა დანით.

პამელამ შემთხვევამდე პოლიციას თავად მიმართა და დახმარება სთხოვა, რადგან გრძნობდა საფრთხეს. ადგილზე მისვლისას სამართალდამცავებმა ის უკვე სასიკვდილოდ დაჭრილი იპოვეს.

შემთხვევამ დიდი აღშფოთება გამოიწვია როგორც იტალიის საზოგადოებაში, ასევე ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებში. ფემიციდის შემთხვევები ქვეყანაში კვლავ ერთ-ერთ მწვავე სოციალურ პრობლემად რჩება.

AprioriTV

| ემიგრანტული მედია იტალიაში