გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 იანვარს საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +11, +16 გრადუსი იქნება.
ქ. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.