ხაშურში, ბორჯომის ქუჩაზე ქვეითს მანქანა დაეჯახა. 27 წლის ახალგაზრდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისვლამდე დაიღუპა.
“კაცი ახლქალაქიდან მოდიოდა, რა დროსაც კვების ობიექტთან შეჩერდა. როცა მანქანიდან გადმოვიდა და მას სხვა ავტომობილი დაეჯახა” – ამბობენ თვითმხილველები.
შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.










