27 სექტემბერს მართლმადიდებლური ეკლესია ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს.
მისი წარმოშობის შესახებ არსებობს სხვადასხვა გადმოცემა. ამათგან უფრო მიღებულის მიხედვით, ჯვართამაღლება აღნიშნავს იმ დღეს, როდესაც რომის იმპერატორ კონსტანტინეს დედის, ელენე დედოფლის ბრძანებით – იერუსალიმის მახლობლად, დაახლოებით 335 წელს, იპოვეს იესო ქრისტეს ჯვარი. ყველასათვის შესაძლებელი რომ ყოფილიყო ჯვრის ხილვა, იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიოსმა აღმართა ანუ აღამაღლა იგი. აქედან წარმოდგება დღესასწაულის სახელწოდება „ჯვართამაღლება“.
ტროპარი |
აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვრითა ბარბაროზთა ზედა ღვთივ-დაცულსა ერსა ჩვენსა მოანიჭე, და საფარველსა შენსა ქვეშე ჯვრისა შენისა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ: უფალო, დიდება შენდა! | “ |
კონდაკი
„ | რომელი ამაღლდი ნებსით ჯვარსა ზედა, მოსახელესა შენსა ახალსა მოქალაქობასა, წყალობანი შენნი მოგვანიჭე, ქრისტე ღმერთო, ახარე ძალითა შენითა ღვთივ-დაცულსა ერსა ჩვენსა, და ძლევა მოჰმადლე მას მბრძოლთა მიმართ, რომელსა თანა-შემწედ აქვს შენი საჭურველი მშვიდობისა, უძლეველი საძლეველი, ჯვარი შენი, ყოვლად-ძლიერი. |