26 მარტი ხელსაყრელი დღეა საერთო მიზნების დასახვისა და მომავლის გეგმების შესამუშავებლად. განსაკუთრებით რეკომენდებულია მგზავრობა, მივლინება და საქმიანობის შეცვლა. ასევე, კარგი დროა საოჯახო საქმეების მოსაგვარებლად და დასვენებისთვის.
ვერძი: დღეს ეფექტურად შეძლებთ ადრე დაწყებული საქმეების დასრულებას. ახალი პროექტების დაწყებას კი სხვა დროისთვის გადადეთ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და საღამოს დაისვენეთ.
კურო: მოულოდნელი პრობლემები შესაძლოა განწყობას გაგიფუჭოთ. სამსახურში ნაკლები აქტიურობა გამოიჩინეთ, რათა შეცდომები აიცილოთ. სტრესის მოსახსნელად, საღამო სუფთა ჰაერზე გაატარეთ.
ტყუპები: მიუხედავად ძლიერი კონკურენციისა, თუ სამართლიან გზას აირჩევთ, წარმატებას მიაღწევთ.
კირჩხიბი: მოვლენების განვითარებას ნუ დააჩქარებთ. მოლოდინის პოზიცია დაიკავეთ და უსმინეთ საყვარელი ადამიანების რჩევებს, რომლებიც სასარგებლო იქნება.
ლომი: დღე ხელსაყრელია სპორტისა და ფიზიკური აქტივობებისთვის. აირჩიეთ ვარჯიში, სახლის დალაგება ან სხვა ფიზიკური დატვირთვა, რაც ენერგიას მოგცემთ.
ქალწული: ხელსაყრელი დღეა რომანტიკული შეხვედრებისთვის და ახალი ნაცნობობისთვის. შესაძლოა, სწორედ ის ადამიანი გაიცნოთ, ვისაც დიდი ხანია ელოდით.
სასწორი: იზრუნეთ სახლის დალაგებასა და კომფორტზე. ეს ენერგეტიკულად გაგიუმჯობესებთ მდგომარეობას და ოჯახში პრობლემების გადაჭრას შეუწყობს ხელს.
მორიელი: შესაძლოა, მიიღოთ გადაწყვეტილება განათლების ან კვალიფიკაციის ამაღლებასთან დაკავშირებით, რაც პროფესიულ განვითარებაში დაგეხმარებათ.
მშვილდოსანი: თავგადასავლების წყურვილი მოულოდნელობას შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში. მოირგეთ გამარჯვებულის განწყობა და არ შეუშინდეთ გამოწვევებს.
თხის რქა: თავი აარიდეთ სამართლებრივ საკითხებს. დღეს სჯობს დაისვენოთ და განიტვირთოთ.
მერწყული: შესაძლოა, დაუსრულებელ სამუშაოს მიუბრუნდეთ და შეზღუდულ დროში დაასრულოთ. მიუხედავად სირთულეებისა, საბოლოოდ კმაყოფილებას იგრძნობთ.
თევზები: მეგობრები მოგიწოდებენ, რომ სიზარმაცე დაძლიოთ და გარეთ გახვიდეთ. ცხოვრება მშვენიერია, ამიტომ დრო უსაქმურობაში არ დაკარგოთ.