
1939 წლის 26 ნოემბერს დაიბადა ამერიკელი მომღერალი, ავტორი, მოცეკვავე, ქორეოგრაფი და მსახიობი, რომლის კარიერა 60 წელიწადზე მეტ ხანს მოიცავს. თავისი მოღვაწეობის მანძილზე არაერთხელ იქნა წოდებული „როკ-ენ-როლის დედოფლად“. როგორც მსოფლიოს შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი ცნობილი ადამიანი, ტინა ჟურნალ „როლინგ სტოუნის“ მიერ დასახელებულია ყველა დროის ყველაზე წარმატებულ როკ-მომღერალ ქალბატონად და ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მომღერლად. მისი დისკების გაყიდული ასლების რაოდენობა 200 მილიონს შეადგენს. სტატისტიკით, მან გაყიდა ბევრად მეტი საკონცერტო ბილეთი, ვიდრე სხვა სოლო-შემსრულებელმა მუსიკის ისტორიაში. ტინას კონცერტები გამორჩეულია სცენაზე ენერგიული მოძრაობებით, მძლავრი ვოკალური ჟღერადობით .2008-2009 წლებში ტერნერმა მოაწყო საიუბილეო ტურნე, რომელიც აღნიშნავდა მის 50 წლიან მუსიკალურ კარიერას. თავისი დროისთვის ეს ტური იქცა ყველაზე გაყიდვად საკონცერტო მოვლენად.









