25 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოში დაბალი დემპერატურა შენარჩუნდება, ღამის საათებში მოსალოდნელია ყინვა -2, გრადუსი. დღის საათებში კი ჰაერი +2, +3 გრადუსამდე გათბება. 26 დეკემბრის პერიოდში კი ტემპერატურა შედარებით მოიმატებს, ღამის საათებში +1 გრადუსი, ხოლო დღისით +7 გრადუსი იქნება.
25 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება, თუმცა დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება და ღამით -5 გრადუსი, ხოლო დღისით +2 გრადუსი იქნება. 26 დეკემბერს ტემპერატურა +10 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 25 დეკემბერს ტემპერატურა ღამის საათებში -3, -2 გრადუსი იქნება, დღისით კი +3 გრადუსი. 26 დეკემბერს დედაქალაქში ტემპერატურა მოიმატებს და დღისით +11 გრადუსამდე დათბება, ხოლო ღამის საათებში +2 გრადუსი დაფიქსირდება.
მაღალ მთაში 25-26 დეკემბერს თოვლი და ყინვაა მოსალოდნელი. ტემპერატურა ღამის საათებში -19, -10 გრადუსამდე დაეცემა, დღისით კი -8, – 2 გრადუსი დაფიქსირდება.