25 მარტს 14:00 ზე დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები კანცელარიასთან პრესკონფერენციას გამართავენ:
“დიუშენის კუნთოვანი დისტროფია გენეტიკური დაავადებაა რომელიც ადრეულ ასაკში იწვევს კუნთების დასუსტებას და ფატალურ შედეგს. საქართველოში დიუშენით დაავადებული 100 მდე ბავშვია. სამწუხაროდ სახელმწიფო არ იღებს ზომებს ამ დაავადების სამკურნალო თანამედროვე პრეპარატების შემოსატანად ან გამოკვლევების დასაფინანსებლად, რის გამოც ამ დაავადებით დაავადებული ბავშვები ყოველ წელიწადს იღუპებიან.
პრესკონფერენციაზე დავაანონსებთ აქციას სახელმწიფოს კანცელარიის წინ შაბათს 28 მარტს 17:00 ზე. მოგმართავთ საზოგადოებას რომ მოდით და დაგვიჭირეთ მხარი. სახელმწიფოს უმოქმედობის შემთხვევაში მივმართავთ რადიკალურ ზომებს ჩვენი ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად. “- ვკითხულობთ განცხადებაში










