LIVE TV
შაბათი, ნოემბერი 29, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

25 თებერვალს საქართველოში საყოველთაო გაფიცვა დაიგეგმა

დაპოსტა 2025/02/13-ში
73
ნახვა
გაზიარება

25 თებერვალს, 16:00 საათზე, საქართველოში საყოველთაო გაფიცვა იგეგმება. ღონისძიების ანონსის თანახმად, დასაქმებულები და დამსაქმებლები, ადამიანები, რომლებიც ქმნიან ქვეყნის ეკონომიკას, საკუთარი სამსახურის წინ გაიფიცებიან, შემდეგ კი სხვადასხვა ადგილიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მარში მოეწყობა.

დაგეგმილი პროტესტის თანახმად, მსვლელობა შემდეგი ადგილებიდან მოეწყობა: ვაკის პარკიდან (მარო მაყაშვილის სახელობის მარში), ამაღლების ქუჩიდან (იუნკერების სახელობის მარში), ავლაბრის მეტროდან (გენერალ მაზნიაშვილის სახელობის მარში), მარჯანიშვილის მოედნიდან (ვალიკო ჯუღელის სახელობის მარში), სადგურის მოედნიდან (ვალოდია გოგუაძის სახელობის მარში) და სპორტის სასახლიდან (გოგი ალექსი-მესხიშვილის სახელობის მარში).

25 თებერვალს საქართველოში საყოველთაო გაფიცვა დაიგეგმა

„25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში ტრაგიკული დღეა, რადგან სწორედ ამ დღეს, 1921 წელს, თბილისის აღებით რუსეთმა შეწყვიტა საქართველოს დემოკრატიული და ევროპული განვითარება. 1921 წლის ნოემბერში, ქართველი ხალხი გაიფიცა და ამ ფორმით აჩვენა წინააღმდეგობა რუსულ ოკუპაციას. ცხადია, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა დამოუკიდებლობის დასაბრუნებლად, ხოლო 1924 წლისა და 1937 წლის რეპრესიებმა ათწლეულობით დაასამარა დამოუკიდებლობის იდეა.

25 თებერვალი არის დღე, რომელიც გვახსენებს, რა შეიძლება დაგვემართოს, თუ ისტორია განმეორდება. დღეს, ქართველები ზუსტად იმავე ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე ვდგავართ, სადაც ან გავიმარჯვებთ, ან დავკარგავთ ყველაზე ფასეულს – სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას.

უკვე მესამე თვეა უწყვეტად ვდგავართ ქუჩაში და ვიცავთ საკუთარ მომავალს და განსხვავებით წარსულისგან, ამ ბრძოლაში ვართ ბევრად ძლიერები. ამიტომ, 25 თებერვალს, 16:00 საათზე, საქართველო გაიფიცება. გაიფიცება დასაქმებული თუ დამსაქმებელი, ადამიანები, რომლებიც ქმნიან საქართველოს სიმდიდრეს, ასაზრდოებენ საქართველოს ეკონომიკას. დავდგებით საკუთარი ოფისებისა და სამსახურების წინ და შემდეგ მარშებად დავიძვრებით გმირთა მოედნისკენ. დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები მივალთ იმ ადამიანებთან, რომლებმაც სიცოცხლე ამავე იდეალებისთვის საქართველოს შესწირეს.

  • მივალთ 49 სინდისის პატიმრის სახელით!
  • მივალთ 500 ნაცემი და ნაწამები თანამებრძოლის სახელით!
  • მივალთ ათასობით უსამართლოდ დაჯარიმებული ადამიანის სახელით!
  • მივალთ ათიათასობით შეურაცხყოფილი ადამიანის სახელით!
  • მივალთ ასიათასობით გაბრაზებული ადამიანის სახელით!
  • მივალთ საქართველოს სახელით!

მივალთ გმირებთან, მათ მოედანზე, რწმენით, რომ საქართველოს თავზე ყოველთვის საქართველოს დროშა იფრიალებს!“, – ვკითხულობთ გაფიცვის ანონსში.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 15 იანვარს, საყოველთაო გაფიცვაში დამსაქმებლებმა და დასაქმებულებმა ერთხელ უკვე მიიღეს მონაწილეობა. მაშინ გაფიცვა 3 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

გაზიარება29

დაკავშირებული -პოსტები

29 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ნოემბერი 29, 2025
11
მთავარი

ვერძი მოეშვით მბრძანებლურ ტონს და მეტი გულისხმიერება გამოიჩინეთ კოლეგების მიმართ, ასეთი ქმედება უფრო შეუწყობს ხელს გაჭიანურებული საქმეების დროულად დასრულებას . კურო ადრე შესრულებული სამუშაოს გამო, სწორედ ახლა შეიძლება მიიღოთ რაიმე...

დაწვრილებითDetails

“გახარია ლენინივით გერმანიაში ზის და იქიდან უნდა ხელისუფლებაში მოსვლა”- შალვა პაპუაშვილი

ნოემბერი 28, 2025
30
მთავარი

გახარია ლენინივით გერმანიაში ზის და იქიდან უნდა აქ, ხელისუფლებაში მოსვლა, რაზე უნდა ვისაუბროთ, საერთოდ. უკვე სასაცილო გახდა ეს ორგანიზაცია. ნებისმიერი პარტია, რომელიც ღალატის თესლიდან აღმოცენდება, მას არანაირი მომავალი არ აქვს იმიტომ,...

დაწვრილებითDetails

“მხარს ვუჭერთ ქართველებს “ქართულ ოცნებასთან” წინააღმდეგობაში” – ბრიტანელი პარლამენტარი

ნოემბერი 28, 2025
31
მთავარი

მხარს ვუჭერთ ქართველებს “ქართულ ოცნებასთან” მათ წინააღმდეგობაში , - ამის შესახებ ბრიტანელი პარლამენტარი, ჯეიმს მაკკლირი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, საქართველო ვლადიმირ პუტინის ჰიბრიდული ომის წინა ხაზზეა. “მხარს ვუჭერთ ქართველებს “ქართულ ოცნებასთან”...

დაწვრილებითDetails

“ბატონი ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია ” – პაპუაშვილი

ნოემბერი 28, 2025
12
მთავარი

ფიშერს ვეთანხმები, რომ მისნაირი დამოკიდებულების შემთხვევაში, რთული იქნება ჩვენი კავშირი ევროპასთან - ფიშერს ვეტყოდი, რომ ჩამონათვალის დროს გამორჩებათ თუ სპეციალურად ტოვებენ ხოლმე არ ვიცი - „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონს, რომელიც მათთვის...

დაწვრილებითDetails

“ბრიუსელის ბიუროკრატიას მათხოვრობას არ დავუწყებთ, ბრიუსელის ბიუროკრატიას აი, ეს უნდოდა”- პაპუაშვილი

ნოემბერი 28, 2025
29
მთავარი

ჩვენ ევროკავშირის წევრობისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, თუმცა ბრიუსელის ბიუროკრატიას მათხოვრობას არ დავუწყებთ - ბრიუსელის ბიუროკრატიას აი ეს უნდოდა! - ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადების ყველა სიტყვას კიდევ ერთხელ ვაწერთ ხელს! – ეს განცხადება ჟურნალისტებთან,...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 29 ნოემბრისთვის

ნოემბერი 28, 2025
64
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7029 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7039 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0010...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელსაც იანვრამდე სერიოზული ცვლილებები ელოდება

ნოემბერი 28, 2025
98
მთავარი

მორიელი წინ საკმაოდ ინტენსიური ეტაპი გელოდებათ. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და ძველი პროცესების დასრულება. კარიერული წინსვლა ან მნიშვნელოვანი პირადი გარდატეხა გაცილებით რეალური ხდება. მშვილდოსანი დეკემბერი თქვენს ცხოვრებაში ახალ შესაძლებლობებს გამოაჩენს....

დაწვრილებითDetails

2 ნიშანი, რომელთათვისაც 2026 წელი განსაკუთრებით წარმატებული იქნება

ნოემბერი 28, 2025
138
მთავარი

აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, 2026 წელს წითელი ცეცხლოვანი ცხენი მართავს და თითოეულ ადამიანს ცეცხლოვან ენერგიას, ცვლილებების სურვილსა და ტრანსფორმაციის დიდ შესაძლებლობას ანიჭებს. ცხენი თავისუფლების, ძალისა და იმპულსურობის სიმბოლოა. ცეცხლოვანი ცხენის წელი...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 1 ნიშანს დეკემბერში განსაკუთრებული ფინანსური წარმატება ელოდება

ნოემბერი 28, 2025
119
მთავარი

ტრადიციულად, დეკემბერი შეჯამების თვედ ითვლება, როდესაც ბევრი ადამიანი ცდილობს, არსებული საქმეები დაასრულოს და ახალი გეგმები ჩამოაყალიბოს. აღნიშნულ პერიოდს ასტროლოგებიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ. ითვლება, რომ წელი ენერგეტიკულ ციკლს ამთავრებს და ბევრი...

დაწვრილებითDetails

საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში სამუშაო ვიზას გამარტივებულად ვეღარ მიიღებენ

ნოემბერი 28, 2025
24
მთავარი

1 დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში სამუშაო ვიზას გამარტივებულად ვეღარ მიიღებენ. - ინფორმაციას პოლონეთის საელჩო ავრცელებს. 1 დეკემბრიდან ძალაში შედის პოლონეთის ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის 2025 წლის 21 ნოემბრის განკარგულება...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».