LIVE TV
ხუთშაბათი, ნოემბერი 20, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

დაპოსტა 2020/04/26-ში
39
ნახვა
გაზიარება
თეთრიწყაროს მუნიციპალური ცენტრი ჩაიკეტა,- აღნიშნულის შესახებ ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.

 

მიღებული გადაწყვეტილება თეთრიწყაროში გამოვლენილ დადასტურებულ შემთხვევებს უკავშირდება.

შოთა რეხვიაშვილის თქმით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში, კერძოდ, ქალაქ თეთრიწყაროში კარანტინი გამოცხადდა და 4 ბლოკ-პოსტის მეშვეობით გაკონტროლდება შესვლა და გამოსვლა.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტში COVID 19-ით ინფიცირების 19 ფაქტია დადასტურებული, აქედან 12 უშუალოდ თეთრიწყაროს ცენტრში, დანარჩენი ერთეული შემთხვევებია სამ სოფელში, თუმცა ამ სოფლების ჩაკეტვის საჭიროება ამ ეტაპზე არ დგას.

,,საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თეთრიწყაროს საავადმყოფოში დადასტურდა ექთნის ინფიცირების ფაქტი, გუშინ ძალიან მასშტაბური და ინტენსიური ღონისძიებები გატარდა, გაძლიერებული შემადგენლობით იყო მუნიციპალიტეტში ჩასული ეპიდემიოლოგების ჯგუფი, აიღეს საკვლევი მასალა მედპერსონალიდან და იმ დადგენილი კონტაქტებიდან, რომლებიც ჩვენთან ერთად ერთობლივი ძალისხმევით იქნა გამოკვეთილი ამ შედეგებიდან გამომდინარე დღეს 24 საათის განმავლობაში თეთრიწყაროში სრულად დადასტურებულია 19 ფაქტი, მე არ მაქვს ინფორმაცია, რამდენია აქედან სამედიცინო პერსონალი და რამდენი ოჯახის წევრი ამას მოგვიანებით გავარკვევ; ვიცი, რომ თეთრიწყაროს ადმინისტრაციულ ცენტრში არის 12 დადასტურებული შემთხვევა და ჩვენ იძულებული გავხდით მიგვეღო გადამჭრელი ზომები და დავიწყეთ თეთრიწყაროს ადმინისტრაციული ცენტრის ჩაკეტვა, დაახლოებით 4 ბლოკ-პოსტი იქნება განთავსებული და მიდის ეს სამუშაოები. აქვე გეტყვით, რომ მთლიანად მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯორჯიაშვილში, წინწყაროში და გორთეთში არის ერთეული შემთხვევები და ეს არ იძლევა იმის საფუძველს, რომ გადავკეტოთ მთლიანად სოფლები, აქ თვითიზოლაციითა და მკაცრი კარანტინით მივიღებთ ყველა ზომას, რომ დაავადების შემდგომი გავრცელება თავიდან ავირიდოთ“,- განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

მისივე თქმით, თეთიწყაროს საავადმყოფო დაკეტილია. გუბერნატორის განცხადებითვე, არ დასტურდება თეთრიწყაროს საავადმყოფოს ექთნის კონტაქტი ბოლნისთან, აქ ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.

,,არ დასტურდება ინფიცირებული ექთნის კონტაქტი ბოლნისთან, ექთნის დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით ბუნდოვანი და გაურკვეველია, ამდენად კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან აუცილებელია მოსახლეობა იყოს ადეკვატური და შეზღუდოს გადაადგილება, დაიცვან სოციალური დისტანცირება და დარჩნენ სახლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ცენტრიდან სოფლებთან კავშირი იქნება შეზღუდული, დანარჩენ მუნიციპალიტეტებთან ისედაც მიღებული ზომებით შეზღუდულია და ბოლნისთან, მარნეულთან შეწყვეტილია კავშირი, ქალაქები ჩაკეტილია, რჩება დმანისი-წალკა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ბუნებრივია დაწესებული შეზღუდვიდან გამომდინარე ვერ გადადგილდება თეთრიწყაროს მიმართულებით”, – განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა.

თეგები: ახალი კორონავირუსითეთრიწყარო
გაზიარება16

დაკავშირებული -პოსტები

21 წლის ქალი მეუღლესა და მამამთილს ძალადობაში ადანაშაულებს

ნოემბერი 20, 2025
15
მთავარი

ზუგდიდში, 21 წლის ქალი მეუღლესა და მამამთილს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცველებმა მომხდართან დაკავშირებით ორივე პირი, მამამთილი და მისი შვილი, გუშინ დააკავეს. რაც შეეხება თავად...

დაწვრილებითDetails

ვაფასებთ დემოკრატიის მიმართ მათ ერთგულებას – საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ნოემბერი 20, 2025
7
მთავარი

ჩვენ თავისუფლებისა და დემოკრატიის მიმართ ქართველი ხალხის ერთგულებას ვაფასებთ, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე „ევროსკოპის“ რედაქტორის, თამარ ნუცუბიძის შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა....

დაწვრილებითDetails

რიგგარეშე არჩევნები თეორიულად რომ გამოცხადდეს, აწყობს ხელისუფლებას და არა ოპოზიციას, კიდევ ერთხელ თავს მოიჭრის ოპოზიცია – ირაკლი კობახიძე

ნოემბერი 20, 2025
8
მთავარი

ჩვენ კიდევ ერთხელ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვგეგმავთ არჩევნების ჩატარებას 2028 წლის 28 ოქტომბერს, როგორც ეს არის დადგენილი საქართველოს კონსტიტუციით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციამ...

დაწვრილებითDetails

საქართველოში განვითარებული მოვლენებით ძალიან შეშფოთებულები ვართ – შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ნოემბერი 20, 2025
7
მთავარი

საქართველოში განვითარებული მოვლენებით ძალიან შეშფოთებულები ვართ, - ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარია სტენეგარდმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე „ევროსკოპის“ რედაქტორის, თამარ ნუცუბიძის შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. „საქართველოში განვითარებული მოვლენებით...

დაწვრილებითDetails

„მორიგი დარტყმა მედიის თავისუფლებაზე“ – კლუნების ფონდი მზია ამაღლობელის სააპელაციო განაჩენზე

ნოემბერი 20, 2025
8
მთავარი

უფლებადამცველ ამალ კლუნისა და მსახიობ ჯორჯ კლუნის ფონდი, რომელიც Trial Watch-ის ინიციატივის ფარგლებში, მონიტორინგს უწევს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს, სააპელაციო სასამართლოს განაჩენს ეხმაურება. „გუშინდელი გადაწყვეტილება ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გამამტყუნებელი განაჩენის...

დაწვრილებითDetails

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ სააპელაციო სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელის განაჩენის ძალაში დატოვებას გმობს

ნოემბერი 20, 2025
5
მთავარი

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ სააპელაციო სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელის განაჩენის ძალაში დატოვებას გმობს, - განცხადებას „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI) ავრცელებს. „IPI მკაცრად გმობს სააპელაციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებას, რომელმაც ძალაში დატოვა IPI-ს წევრისა და...

დაწვრილებითDetails

კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში

ნოემბერი 20, 2025
23
მთავარი

კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში - ჟურნალისტ ლაშა ბერულავას ინფორმაციით, რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში გმირულად დაეცა თემურ შანავა. ჟურნალისტის ცნობით, 11 ნოემბერს, ალყაში მოხვედრის შემდეგ თემური დაკარგულად ითვლებოდა და მისი ცხედარი დღეს...

დაწვრილებითDetails

ამერიკაში კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

ნოემბერი 20, 2025
280
მთავარი

ამერიკაში, ნიუ იორკში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალური ქსელით გავრცელდა. 35 წლის დიმა ქარდავა სამეგრელოდან იყო და ამერიკაში სამუშაოდ წელიწად-ნახევრის წინ წავიდა. ახლობლის ინფორმაციით, რამდენიმე კვირის წინ მომხდარი ავარიის შედეგად,...

დაწვრილებითDetails

დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება

ნოემბერი 20, 2025
6
მთავარი

დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება, - ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას, ასევე, ახლო აღმოსავლეთში, საჰელის რეგიონსა...

დაწვრილებითDetails

შსს-ს თანამშრომლებმა მათე დევიძის სოლიდარობის მარშის მონაწილე 13 პირი დააკავეს

ნოემბერი 20, 2025
12
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 19 ნოემბერს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად აქციის 13 მონაწილე დააკავეს. ამის შესახებ ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დაკავებული პირები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».