“მარიამი 24 წლისაა და დღეს სიცოცხლისთვის იბრძვის თურქეთში. მას სახლში ელოდება შვილი, რომელიც მალე 3 წლის ხდება. ამ დრომდე ისინი არასდროს ყოფილან ცალ-ცალკე, ისინი იყვნენ ყოველთვის ერთად. ლილეს სჭირდება დედიკო. მისთვის უნდა შევძლოთ მაქსიმუმი და შევუგროვოთ თანხა, რათა გამოჯანმრთელდეს” – ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში მარიამის მეგობარი ავრცელებს. “მარიამის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, თუმცა ექვემდებარება ხანგრძლივ მკურნალობას.
მარიამს პირველ რიგში მკურნალობა უტარდება ფილტვებზე, როგორც აღმოჩნდა ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ფილტვებია ( სამწუხაროდ განსხვავებული აზრი ქონდათ ქართველ ექიმებს). დაჩირქებული და მთლიანად დაბინძურებული აქვს ფილტვები, აქედან გამომდინარე პირველ რიგში დაიგეგმა ოპერაცია ფილტვებზე, რომლის ღირებულება 13 000 დოლარია. ამის გარდა მარიამს უტარდება მკურნალობა თირკმელებზე, სეფსიზე, ღვიძლზე. ღუდუშაურში 2 თვიანი უშედეგო მკურნალობის შედეგად მარიამს დასუსტებული აქვს ბევრი ორგანო. ეს ყველაფერი ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული მეგობრებო, სამწუხაროდ ოჯახმა ყველანაირი ფინანსური რესურსი ამოწურა, შესაბამისად ჩვენი დახმარება ათმაგად ესაჭიროებათ.
მოგმართავთ ყველას დიდი თხოვნით!
დავეხმაროთ 24 წლის მარიამ ლაბაძეს და ერთად გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე. ამ დროისათვის შეგროვებულია 10 000 ლარი, მაგრამ ეს თანხა ძალიან ცოტაა იმასთან, რაც მარიამის მკურნალობას სჭირდება.
გთხოვთ მაქსიმალურად გავაზიაროთ და გავავრცელოთ ეს პოსტი , დავუკავშირდეთ ყველა ცნობილ ადამიანს, ვისაც კი ჩვენი დახმარება შეუძლია. გთხოვთ ყველას, გულთან მიიტანოთ მარიამის და მისი ოჯახის მდგომარეობა” – წერს ჯული ბუაძე.
საქართველოს ბანკი GE47BG0000000101097147
თიბისი ბანკი GE35TB7598645061100102
მიმღები: ალიკო შუბითიძე
საზღვარგარეთიდან გაგზავნის შემთხვევაში: (593) 130-013 ალიკოს მობილურის ნომერი.
პირადი ნომერი 57001054859 Aliko Shubitidze .