არდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში ძმისშვილმა ბიძა დაჭრა.
ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, 65 წლამდე მამაკაცს მრავლობითი ჭრილობები სანადირო თოფიდან აქვს მიყენებული.
სააგენტოს ინფორმაციით, ბიძასა და ძმისშვილს შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა, რა დროსაც, 23 წლის მამაკაცმა ბიძას მუცლის არეში ესროლა. ახალგაზრდა კაცი სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა დაჭრილი „კლინიკა რუსთავში” გადაიყვანა. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა.










