მერიკელი რეპერი Queens King Shooter კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა. ნიუ-ორკის ცენტრალური საავადმყოფოს ინფორმაციით, 23 წლის შემსრულებელს, ფილტვების პნევმონია განუვითარდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
საავადმყოფოში მოხვედრისას, King Shooter-მა საკუთარ ინსტაგრამზე დაწერა: “ეს არაა ცხოვრება, მეგონა უფრო ძლიერი ვიქნებოდი”.
ჰიპ-ჰოპის შემსრულებელი ნიუ-ორკში ცხოვრობდა და იგი ფართო მასებისთვის 2016 წელს, Dave East -თან ერთად გამოჩნდა. მოგვიანებით მათ ჰიტი, Eye Witness ჩაწერეს. King Shooter -ს პოპულარობა წელს გამოშვებულმა სინგლმა They Say მოუტანა. ხანმოკლე კარიერის განმავლობაში ჩაწერა ორი EP და ერთი სტუდიური ალბომი. მუშაობდა ლეგენდარული რეპერის Nas ლეიბლზე Mass Appeal.King Shooter-ი მესამე რეპერია რომელიც კორონავირუსს ემსხვერპლა. 24 აპრილს რეპერი Fred the Godson 35 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ამა წლის მარტში კი ბრედ ჯორდანი მეტსახელად “სკარფეისი” COVID19-მა იმსხვერპლა.
“მოლდოვა, შენ ნათლად გამოხატე შენი არჩევანი” -ურსულა ფონ დერ ლაიენი
მოლდოვა, შენ ეს კიდევ ერთხელ გააკეთე. შიშის ან განხეთქილების დათესვის ვერავითარი მცდელობა ვერ შეარყევს შენს გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი...