ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში საქართველოს მოქალაქე, 23 წლის გოგო სკვერში გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა სკვერში ჩამომხრჩვალი ნახეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ცხედარის ექსპერტიზის შემდეგ მისი საქართველოში გადმოსვენება მოხდება.
„ბარსელონაში საქართველოს საკონსულო სამსახურისთვის ცნობილია ფაქტის შესახებ და ისინი ყოველდღიურ კონტაქტში იმყოფებიან გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ამაჟამად ცხედარს უტარდება ექსპერტიზა, რომლის დასრულების შემდეგაც მოხდება მისი გადმოსვენება. სხვა მხრივ გადმოსვენებისთვის საჭირო პროცედურები დასრულებულია“, – განაცხადეს უწყებაში.