აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით , შშ-ის ისტორიაში, პირველად, ყველა შტატი ერთდროულად მოექცა უბედურების ზონის ფარგლებში.
თეთრი სახლის ინფორმაციით, უბედურების ზონად გამოცხადების შემთხვევაში შტატებს და ადგილობრივ მთავრობებს, ასევე არაკომერციულ ორგანიზაციებს საშუალება ეძლევათ ფედერალური დაფინანსება მიიღონ.
შტატის მთავრობებს, ასევე, დაეხმარებიან ფედერალური რესურსებით, როგორებიც არის საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტო და არმიის საინჟინრო კორპუსი. გადაწყვეტილება ქვეყანაში მას შემდეგ მიიღეს, რაც გარდაცვლილთა რიცხვმა 20 000-ს გადააჭარბა, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობამ – ნახევარ მილიონს.