სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 22 წლის ახალგაზრდა აქციაზე მძიმედ დაშავდა.
“22 წლის ა.თ. რეანიმაციულში გადაიყვანეს!!
კომაშია!!!
გუშინ, სპეცრაზმელებმა თვალში მოარტყეს გაზის კაფსულა. მთელი ღამე ოპერაციას უკეთებდნენ.
ახლა მთელმა საქართველომ მისი გადარჩენისთვის უნდა ვილოცოთ!!!
ახლა ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია!” – წერეს ჟორჟოლიანი
როგორც გავარკვიეთ, ახალგაზრდა ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული.
როგორც საავადმყოფოში არაოფიციალურად აცხადებენ, ახალგაზრდა მართვით სუნთქვაზე იმყოფება.