LIVE TV
შაბათი, თებერვალი 14, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

22 აპრილის შეჯამება უკრაინაში-გიორგი კობერიძე

დაპოსტა 2022/04/22-ში
103
ნახვა
გაზიარება

22 აპრილის შეჯამება უკრაინაში:

– გამთენიას რუსებმა ხარკივთან სატანკო და სატვირთო კოლონა შეიყვანეს. რთულია იმის თქვა თუ რა მიმართულებით ცდილობდნენ ისინი შეტევის განვითარებას, მაგრამ უკრაინელებმა ამ კოლონისაგან თითქმის აღარაფერი დატოვეს.

ჯერ არტილერიამ და შემდეგ ჩასაფრებამ მათი შემადგენლობა გაანადგურა. თუკი ეს არ იყო იზუმისაკენ მიმავალი დაჯგუფება და კვლავ ხარკივის მისამართით ცდილობდნენ გაჭრას მაშინ რუსული სამხედრო ოპერაციების გაუმართაობა და სიბრიყვე ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რადგან ქალაქი ხარკივი ამ ეტაპზე პრაქტიკულად აუღებელია, ხოლო ამ მიმართულებით კოლონებით გადაადგილების აბსოლუტურად ყველა მცდელობა სრული კრახით დასრულდა რუსებისათვის.

მეორეს მხრივ დღესაც მთელი დღის განმავლობაში იბომბებოდა უშუალოდ ქალაქი ხაკრივი. მათ შორის დაიბომბა სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი უბნები. აშკარაა, რომ რუსებს არამხოლოდ სამოქალაქო და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განადგურება და იქ მყოფი ელიტური მცველების ქალაქში იძულებითი დარჩენის სურვილი აქვთ (რის შემთხვევაშიც რუსები სხვა მიმართულებით უფრო თავისუფლად იმოქმედებენ), არამედ საბოლოოდ მაინც არ კარგავენ იმედს, რომ რეგიონულ დედაქალაქზე გაჭრას შეძლებენ.

– ძალიან მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს ხარკივისა და დონეცკის რეგიონულ საზღვართან ახლოს, იზუმთან ახლოს. აქ შეტევა და კონტრშეტევა ერთდროულად ვითარდება. ქალაქი იზუმი ერთგვარი გზაგასაყარია – იზუმიდან რუსეთის ფედერაციისაკენაც მიმართება გზა, ხარკივისაკენაც, დონეცკისაკენაც და დნიპროსაკენაც კი შეიძლება წასვლა დასავლეთით.

ამჟამად რუსული შეტევა ორი მიმართულებით ვითარდება – M-03 ცენტრალური გზის სიახლოვით ისინი დონეცკის რიონის ქალაქ სლავიანსკისაკენ ცდილობენ გაჭრას. მეორე მიმართულება კი P-79 რეგიონული გზაა, რომლითაც დნიპროპეტროვსკის რაიონში შეიძლება მოხვედრა. ამ გზის გავლით შეტევის აქტივობა უფრო ნაკლებია და ძირითადი დაწოლა მაინც დონეცკი-ხარკივის მაგისტრალზე და მის სიახლოვეს მიმდინარეობს. დღეს ორჯერ იყო მცდელობა რუსული ნაწილები გაჭრილიყვნენ დონეცკის რაიონში, მაგრამ სრულიად უშედეგოდ. მეტიც, ამ პროცესში რუსებმა შვეულმფრენები და ტანკებიც დაკარგეს. სლავიანსკისაკენ იმიტომ მიიწევენ რუსები რომ მისი აღებით ლუგანსკის რაიონის უკრაინული ნაწილები მომარაგების თვალსაზრისით კიდევ უფრო გასაჭირში აღმოჩნდებიან, ხოლო დონეცკის რაიონის მნიშვნელოვანი უკრაინული ცენტრი დასუსტდება.

ახლა კი რაც შეეხება კონტრშეტევას: უკრაინელები იზუმის ჩრდილოეთით ცდილობენ შემოვლას და ლოჯისტიკურ მომარაგებასა და დამატებით რუს სამხედროთა გადაადგილების დაბლოკვას. ამისათვის მათთვის იზუმი-ხარკივი და იზუმი-რუსეთის ფედერაციისაკენ მიმავალი გზის გადაკეტვაა პრიორიტეტი. ამ მცდელობაში ისინი საკმაოდ მიუახლოვდნენ ცენტრალურ M-03 მაგისტრალურ გზას, თუმცა ჯერჯერობით მისი გადაკეტვა ვერ მოხერხდა.

ამასთან იზუმის ირგვლივ უწყვეტად გრძელდება საარტილერიო დუელი უკრაინელებსა და რუსებს შორის.

– დღეს მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა ზაპოროჟიეს რაიონში. რუსები სამხრეთიდან უკრაინულ პოზიციებს ინტენსიურად ბომბავენ. დონეცკი-ზაპოროჟიეს რეგიონების საზღვართან რუსულმა ნაწილებმა აქტიური შეტევა წამოიწყეს და მცირედით წაიწიეს წინ. კიდევ ერთი რუსული შეტევის მიმართულება ჰულიაპოლისაკენ იყო, რაც რუსული კოლონის განადგურებით დასრულდა (ვიდეო და ფოტო კომენტარებში). აშკარაა, რომ მარიუპოლიდან გამოყვანილი რუსული სამხედრო ნაწილები სწორედ სამხრეთის მიმართულებით ცდილობენ აქტიურობას, თუმცა დღეს მძიმე დანაკარგები მიიღეს.

– დღეს ცაში რუსული დომინაცია კიდევ ერთხელ დადგა ეჭვქვეშ: უკრაინელებმა შეძლეს ოთხი რუსული შვეულმფრენისა და ერთი საბრძოლო თვითმფრინავის ჩამოგდება. ამას დაემატა რუსული ჩამოგდებული დრონებიც. ბრიტანული ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღება Starstreak და Martlet ძალიან კარგად მუშაობს.

– უკრაინულმა არტილერიამ ლუგანსკის რაიონში ქალაქ რუბეჟნოეში და მის ირგვლივ რუსულ პოზიციებზე მიიტანა საარტილერიო შეტევა. განადგურებულია რუსული ჯავშანტექნიკა. საარტილერიო ცეცხლით უპასუხა რუსეთმაც, თუმცა მათი სამიზნე სამოქალაქო ობიექტები იყო. ქალაქი რუბეჟნოე, როგორც ქალაქი პრაქტიკულად აღარ არსებობს.

– დღეს რუსებმა კვლავ სცადეს ქალაქ მარიუპოლში “აზოვსტალზე” შეტევა. თავდაპირველად გრადებით იბომბებოდა ქარხნის ტერიტორია და შემდეგ იყო მიახლოების მცდელობა, თუმცა კვლავ უშედეგოდ. ქალაქის ეს ნაწილი აუღებელია.

– გაურკვეველ ვითარებაში აფეთქდა რუსული სამხედრო ბაზა-ბანაკი ხერსონში, სადაც რუსი სამხედროები იყვნენ განთავსებულები. უკრაინულ მხარეს არ გაუკეთებია განცხადება თუ რა ვითარებაში განადგურდა რუსული სამხედრო ნაწილი ამ მიმართულებით.

– ამერიკელები კიდევ ერთ თვითმკვლელ დრონს “Phoenix Ghost”-ს აძლევენ უკრაინელებს. ის საშუალოდ გამაგრებულ ჯავშანსაც გაანადგურებს. მისი უპირატესობა ისაა, რომ 6 საათის განმავლობაში შეუძლია ფრენა ან სამიზნეზე დაჯდომა და საბოლოოდ მაინც განადგურება. ამასთან, ღამის ხედვის კარგი აღჭურვილობის ფონზე მისი უპირატესობა აშკარაა. ეს ყველაფერი კი შორ მანძილებზე ოპერაციებს გააადვილებს.

– უკრაინულ არმიას არამხოლოდ ამერიკელები, არამედ ბრიტანელებიც წვრთნიან, რათა მათ მოახერხონ აღჭურვილობისა და ახალი ტექნოლოგიების სწრაფი ათვისება და დანარჩენებისათვის გაზიარება. ეს კი დროის გარკვეულ მონაკვეთში სრულიად შეცვლის არსებულ რეალობას.

გაზიარება41

დაკავშირებული -პოსტები

რა შემთხვევაში ვერ შეძლებენ მოქალაქეები 1-ელი აპრილის შემდეგ შემოყვანილი მანქანის რეგისტრაციას – დეტალები

თებერვალი 13, 2026
95
მთავარი

„მოქალაქეები, რომლებმაც ავტომობილი უკვე შეიძინეს და 1 აპრილამდე დაიწყებენ მის ტრანსპორტირებას, რეგისტრაციას ჩვეულებრივად შეძლებენ” - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა განაცხადა. ამით ის...

დაწვრილებითDetails

“ერთმა პატარა სკვერმა არ უნდა იარსებოს ამ უბანში” – ბუკიას ქუჩის №3-ში მცხოვრებმა მოქალაქეებმა აქცია გამართეს

თებერვალი 13, 2026
144
მთავარი

ქუთაისში, ბუკიას ქუჩის №3-ში მცხოვრებმა მოქალაქეებმა აქცია გამართეს. მათი პროტესტის მიზეზი სკვერის ნაწილის გასხვისება და აღნიშნულ ტერიტორიაზე „დრაივის ტიპის“ ჯიხურის განთავსების გადაწყვეტილება გახდა. როგორც ადგილობრივები ტელეკომპანია „მეგა ტვ“-თან განმარტავენ, სკვერის...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

თებერვალი 13, 2026
89
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6807 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6819 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0012...

დაწვრილებითDetails

დაუნდობლად და გაუაზრებლად ჩეხავენ-ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის განცხადება

თებერვალი 13, 2026
40
მთავარი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის განცხადება:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის წარმომადგენლები ვაცხადებთ, რომ მიუღებელია „განათლების რეფორმის“ სახელით გამოცხადებული გადაწყვეტილება.როდესაც უნივერსიტეტებს ასე დაუნდობლად და გაუაზრებლად ჩეხავენ, აჩერებენ წარმატებულ პროგრამებს, გვაიძულებენ შევეგუოთ...

დაწვრილებითDetails

აბაშასა და სამტრედიაში არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა

თებერვალი 13, 2026
212
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა აბაშასა და სამტრედიაში ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლის ფაქტები გამოავლინეს. ინფორმაციას ამის შესახებ სეს-ი ავრცელებს. მათივე ცნობით, აბაშაში არსებულ არალეგალურ სასაკლაოზე ადგილზე აღმოჩენილი საეჭვო წარმომავლობის ხორცი...

დაწვრილებითDetails

თელავში მამაკაცი ავტომობილით მეუღლეს დაეჯახა

თებერვალი 13, 2026
2.4k
მთავარი

თელავში მამაკაცი ავტომობილით  საკუთარ მეუღლეს დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სეხნიაშვილის ქუჩაზე, თელავის რეფერალური საავადმყოფოს ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი მეუღლეს უკან სვლის დროს, ორჯერ დაეჯახა. დაშავებული ქალი...

დაწვრილებითDetails

BBC-მ „ქართული ოცნების“ სარჩელს პასუხი გასცა

თებერვალი 13, 2026
93
The BBC logo outside the BBC Broadcasting House after Director General of BBC Tim Davie and Chief Executive of BBC News Deborah Turness resigned following accusations of bias at the British broadcaster, including in the way it edited a speech by U.S. President Donald Trump, in London, Britain, November 10, 2025. REUTERS/Jack Taylor
მთავარი

BBC-მ „ქართული ოცნების“ სარჩელს პასუხი გასცა. შესაბამის ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს. როგორც ტელეკომპანიასთან BBC-ის სპიკერი აცხადებს, ისინი მხარს უჭერენ დოკუმენტურ ფილმში „როდესაც წყალი გწვავს: ბრძოლა საქართველოსთვის“ წარმოდგენილ ჟურნალისტიკას. „საჩივრების განხილვის დადგენილი...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 14-16 თებერვალს

თებერვალი 13, 2026
166
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო, 14-16 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, 14-15 თებერვალს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს. „თბილისში შედარებით თბილი და...

დაწვრილებითDetails

ზუგდიდში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თებერვალი 13, 2026
97
მთავარი

ზუგდიდში ბარამიას დევნილთა დასახლებაში მრავალსართულიანი კორპუსის  მე-8 სართულზე საცხოვრებელ ბინას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევას კორპუსში მყოფი 70 წელს გადაცილებული მამაკაცი ემსხვერპლა. ლ.ც. იმ ბინის მფლობელია, რომელიც დაიწვა. როგორც მეზობლები ამბობენ, მამაკაცი...

დაწვრილებითDetails

“ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე” – პეტერ ფიშერი

თებერვალი 13, 2026
85
მთავარი

ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე, ის 48 წლისაა, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკუზიურ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მხრიდან გერმანიის მთავრობისადმი...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».