რომელი ქვეყნები იჩენენ მეტ სიმტკიცეს პანდემიის პირობებში? – ამ სათაურით გამოცემა The European Scientist-ში გამოქვეყნებულ სტატიაში კორონავირუსთან ბრძოლის მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მიერ არჩეულ სტრატეგიაზეა საუბარი.
„პანდემიის საშიშროების პირობებში ჩვენ, როგორც ცალკეული პირები და, ასევე, ამა თუ იმ ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეები, თანასწორნი არ ვართ. წინამდებარე სტატიაში განხილულია მეორე პუნქტი: სხვადასხვა ქვეყანაში მთავრობის სტრატეგიები და ზომები, ასევე მოსახლეობის ტრადიციები და ჩვეულებები, რადგან ყოველივე ეს მნიშვნელოვან, გადამწყვეტ როლს ასრულებს კრიზისთან გამკლავების პროცესში.”
სტატიაში აღწერილია, ცალკეული ქვეყნების, როგორც წარმატების მაგალითები ისე სირთულეები. პანდემიასთან ბრძოლის ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი და პირველი ფაქტორი არის
1. ჰიგიენის წესების დაცვა , თებრომლის შეფასებაშიც წერია: ,,თებერვლის ბოლოს საფრანგეთის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ინსტიტუტმა (IFOP) გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმად საფრანგეთში შეიმჩნევა პრობლემები პირადი ჰიგიენის დაცვასთან დაკავშირებით. ამ ანგარიშის ერთ-ერთი ყველაზე საგულისხმო სტატისტიკის თანახმად, ყოველი 4 ფრანგიდან მხოლო 3 (76%) იცავს ყოველდღიური აბაზანის და სრული პირადი ჰიგიენის წესებს. მოსახლეობის ჰიგიენა კი ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ სიმტკიცის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია. სტატიის მიხედვით, მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია:
2.დამცავი ნიღბის ტარება
,,აზიაში მას უყურებენ, როგორც არსებით ფაქტორს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის სამსახურში, განსაკუთრებით სამხრეთ კორეაში. Le Figaro-ში გამოქვეყნებული სტატის „კორონავირუსი სამხრეთ კორეაში“ თანახმად, თებერვლიდან მოყოლებული ქვეყანაში ყველა ატარებს დამცავ ნიღაბს. ერთ-ერთი კორეელი მოქალაქე აცხადებს, რომ „მათ, ვისაც მეტროსა თუ ქუჩაში არ უკეთია ნიღაბი, ცუდი თვალით უყურებენ“.
მესამე ფაქტორის:
3. კრიზისის დადგომის „წინასწარ გათვლა“ გამოცემა , საქართველს, როგორც კარგ მაგალითს განიხილავს და წერს :
,,ზოგიერთმა მთავრობამ სხვებთან შედარებით უკეთ გათვალა კრიზისის მოახლოება და, შედეგად, მიიღო შემზღუდავი, მაგრამ აუცილებელი ზომები, რამაც დადებითი შედეგები მოუტანა შესაბამის ქვეყნებს. ამის კარგი მაგალითია საქართველო, რომელმაც ევროპის სხვა სახელმწიფოებზე ბევრად ადრე, კერძოდ კი 28 იანვარს, შეზღუდა მიმოსვლა. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მხრიდან ამ ადრე რეაგირებას და მტკიცე გადაწყვეტილებას, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უდიდესი შეფასება მისცა, მოჰყვა ადრეულ ეტაპზე ყველა ხალხმრავალი სპორტული და კულტურული ღონისძიების გაუქმება. გარდა ამისა, საქართველოში დაიხურა სამთო-სათხილამურო კურორტები, რესტორნები და ბარები – და ყოველივე ეს მოხდა დაინფიცირებულთა ძალიან მცირე რაოდენობის პირობებში. ასევე მყისიერად დაიწყო ეკონომიკური ზარალის შემცირებისკენ მიმართული ზომები და შემუშავდა შესაბამისი ეკონომიკური გეგმა, გადასახადების შემცირების, სახელმწიფოს მიერ გარანტირებული სესხების, დღგ-ის დაბრუნების და სხვა ნაბიჯების ჩათვლით. მთავრობამ შექმნა სპეციალური ვებგვერდი, რომელიც რეალურ დროში უზრუნველყოფს კომუნიკაციას მოსახლეობასთან. გაბრიელ ვაქსმანის )გამოცემა European Scientist) თანახმად, მთავრობათა მხრიდან პანდემიის კრიზისის დადგომის წინასწარ გათვლის და შემდეგ გაბედული მოქმედების ამ უნარს არსებითი მნიშვნელობა აქვს. სამწუხაროდ, ევროპულმა ქვეყნებმა, მცირე გამონაკლისის გარდა, ვერ შეძლეს სწორი გადაწყვეტილებების მიღება სწორ დროს. ამის საპირწონედ, ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე მდებარე ამ პროდასავლური დემოკრატიული ქვეყნის მთავრობამ უდიდესი წინდახედულობა გამოიჩინა. საქართველოში ვირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი დღესაც 0-ს უდრის, ხოლო ინფექციის გავრცელება მართვად და ნელ ტემპში მიმდინარეობს.
შემდეგ მოდის
4.საყოველთაო ტესტირება, რომლის კარგი მაგალითი
სამხრეთ კორეაა, სადაც გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა დამცავი ნიღბეის გამოყენება, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია მოსახლეობის საყოველთაო ტესტირება.
5. სოციალური დისტანციის დაცვა
6. ხელოვნური ინტელექტის გამოყენება
7. საყოველთაო კარანტინი/“კომენდანტის საათი“
ცხადია, რომ ეს არის უკიდურესი ზომა. საგანგაშო მდგომარეობის გამო, ბევრმა ქვეყანამ უკვე მიმართა ამ ზომას (ჩინეთის შემდეგ). 2020 წლის 23 იანვარს ვუჰანში შემოიღეს კარანტინის ძალიან მკაცრი ზომები. მოგვიანებით იგივე განხორციელდა კიდევ 15 ქალაქში. ევროპაში საყოველთაო კარანტინი პირველად იტალიაში გამოცხადდა, შემდეგ საფრანგეთში.
სრულად იხილეთ: The European Scientist-ში