ალუმნი პროექტის ფარგლებში “მეგა ტვ” გუმათის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა. ძირითად გადასაჭრელ პრობლემად აქ ავალიანის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემას ასახელებენ. მართალია გუმათში საკმაოდ ფართე და ვრცელი სისტემაა მოწყობილი, მაგრამ პრობლემას შიდა უბნები წარმოადგენს, ამის კარგი მაგლითია ავალიანის ქუჩა.
აქ წვიმის წყალი გუბდება და მოგვინებით კერძო სახლებსა თუ საერთო საცხოვრებელი ბინების სადარბაზოებში აღწევს. კიდევ ერთი და უპირველესი პრობლემა საკნალიზაციო ქსელის არ არსებობაა. ეს პრობლემა მთლიანად გუმათის დასახლებას აწუხებს. ფეკალური მასები მოსახლეობას სანიაღვრე სისტემაზე აქვს მიშვებული, საკითხი განსაკუთრებით მწვავედ ზაფხულის ცხელ დღეებში იჩენს თავს.