ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 22:33-ზე, მთვარე ლომშია
კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა; მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. გაამდიდრეთ რაციონი ჩირით, მწვანილეულით.
ვერძი
ახალ პროექტებსა და უკვე დაწყებულებს შორის, უნდა აირჩიოთ ეს უკანასკნელი, უმჯობესია, რომ ისინი დაასრულოთ და ახლებზე მერე გადახვიდეთ.
კურო
ეს დღე არ არის საუკეთესო საყვარელ ადამიანებთან კომუნიკაციისთვის: ვინაიდან გაგიჭირდებათ მათთან ურთიერთგაგების პოვნა, უმჯობესია რომანტიკული პაემანი და მეგობრებთან შეხვედრები სხვა დროს გადადოთ.
ტყუპი
კირჩხიბი
ნებისმიერი – თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო – ფინანსური ტრანზაქცია უნდა იყოს დაკვირვებით შესრულებული. დოკუმენტაციაში მცირე შეცდომამაც კი შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დააყენოს და მოგების ნაცვლად ზარალი გამოიწვიოს.
ლომი
სამუშაოსა და ფულის გამომუშავების შემოთავაზებისას ნუ იჩქარებთ უარის თქმას: სავსებით შესაძლებელია, ისე მოგეწონოთ ახალი საქმიანობა, რომელშიც ძალებს მოსინჯავთ, რომ შეცვალოთ ძველი სამუშაო.
ქალწული
არ უნდა გამოტოვოთ შესაძლებლობა ისწავლოთ რაიმე ახალი. სავსებით შესაძლებელია, რომ სწორედ ეს ცოდნა დაგეხმაროთ თქვენს საქმიანობაში, კარიერულ წინსვლაში.
სასწორი
მოგეხსენებათ, ბედნიერებას სიჩუმე უყვარს: არავის არ უნდა გაუმხილოთ პირადი ცხოვრების სასიამოვნო მომენტები – არსებობს ბოროტი თვალი და, სამწუხაროდ, თქვენ გარემოში უფრო მეტს შურს თქვენი, ვიდრე წარმოგიდგენიათ.
მორიელი
სხვებთან ურთიერთობა დღეს არც სიამოვნებას მოგიტანთ და არც სარგებელს, პირიქით, შეიძლება სერიოზული კონფლიქტი გამოიწვიოს, ამიტომ, რა თქმა უნდა, თუ შესაძლებელია, შეამცირეთ კომუნიკაცია.
მშვილდოსანი
დღეს პროფესიული საკითხების გადაჭრაში წარმატების მიღწევა მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვინც მკაცრად მიჰყვება წინასწარ შედგენილ გეგმას: ქაოსურ და უწესრიგო მოძრაობებს აზრი არ ექნება.
თხის რქა
ყოველთვის ღირს სარისკო ხუმრობების თავიდან აცილება, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვინმეს სიამაყეს, მაგრამ დღეს განსაკუთრებით არასასურველია ვინმეს ამ გზით შეურაცხყოფა – მოწინააღმდეგესთან კონფლიქტმა შეიძლება ძალიან შორს წაგიყვანოთ.
მერწყული
დღევანდელი გეგმის შედგენისას ჯერ გააკეთეთ ის, რაც თქვენს ძალას და ყურადღებას მაქსიმალურად მოითხოვს და შემდეგ – რა თქმა უნდა, თუ დრო დაგრჩებათ – გადადით ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებზე: თუ პირიქით გააკეთებთ, დრო არ გექნება არაფრისთვის.
თევზები
შეეცადეთ შეინარჩუნოთ კარგი განწყობა მთელი დღის განმავლობაში, მისი დახმარებით გექნებათ დრო, ენერგია და სურვილი, რომ გააკეთოთ ბევრად მეტი და ნაკლები ძალისხმევით, ვიდრე პესიმიზმში ყოფნისას.