LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ავსტრალია უკრაინას რუსეთთან ბრძოლისთვის 6 ერთეულ

21 ივნისის შეჯამება უკრაინაში-გიორგი კობერიძე

დაპოსტა 2022/06/22-ში
A A
69
ნახვა
გაზიარება

გიორგი კობერიძე

21 ივნისის შეჯამება უკრაინაში:

– ძალიან სწრაფად იცვლება სიტუაცია ლუგანსკის რაიონში. დღეს რუსებმა ლისიჩანსკიდან სამხრეთით დაახლოებით 15 კილომეტრში მდებარე ტოშკივკა სრულად აიღეს და ჩრდილო-დასავლეთით ლისიჩანსკი-ზოლოტეს გზის გადაკეტვაც მოახერხეს მირნა დოლასთან. ეს კი საკვანძო მნიშვნელობისაა უკრაინელებისათვის, რადგან ფლანგების ჩამოშლა რუსებს მოქმედების თავისუფლებას აძლევს ხოლო უკრაინელებს ძალიან ასუსტებს. დიდი ალბათობით უკრაინელები სასწრაფო ევაკუაციას განახორციელებენ ზოლოტედან და ლისიჩანსკიდან სამხრეთ-დასავლეთით გამაგრდებიან. ეს ყველაფერი ზოგად მდგომარეობასაც ართულებს, რადგან ზოლოტეს თავდაცვის ზღუდე რუსების შეკავების ერთ-ერთი ღერძული წერტილი იყო.

გარდა ამისა, ზოლოტეს მომიჯნავედ რუსებმა კომიშუვახას აღმოსავლეთით გზის გასწვრივ ავითრებენ შეტევას და თუკი დროულად არ მოხერხდა ზოლოტეს დაჯგუფების გამოყვანა ალყის საფრთხე იქმნება. ამასთან, ბოლო დღეებში კომიშუვახასთან რუსული დიდი რაოდენობის ტექნიკა იქნა განადგურებული.

– სიტუაცია დამძიმდა ბახმუტი-ლისიჩანსკის გზაზე. რუსები უშუალოდ უტევენ ბერესტოვესა და ბილოჰორივკას გზის მიმართულებით, ხოლო მაგისტრალის გასწვრივ სამიზნედ მიკოლაივკაა ამოღებული. პრაქტიკულად ბახმუტი-ლისიჩანსკის საგზაო მონაკვეთი შეტაკებების უმთავრეს ზონადაა ქცეული.

– ბრძოლა სევეროდონეცკის ინდუსტრიულ რაიონში გრძელდება. ცენტრალურ ხიდთან ახლოს ბრძოლა მიმდინარეობს, ხოლო დანარჩენი გადასასვლელები დაზიანებულია, თუმცა მსუბუქი ნაწილები ადვილად ახერხებენ ქალაქში შესვლას. რუსებმა დიდი დანაკარგები მიიღეს ინდუსტრიულ რაიონში ბრძოლისას. ეს რაიონი პატარა არაა და თავისი ზომით აზოვსტალს არ ჩამოუვარდება. ასე რომ აქ რუსების წინსვლა მხოლოდ ლიმიტირებულია.

– უკრაინელები ლისიჩანსკის დასაცავად დიდი რაოდენობით სამხედრო ძალებს უყრიან თავს. სამხედრო ტექნიკის შეყვანასთან ერთად უკრაინელებს გამოჰყავთ ქალაქში დარჩენილი ბოლო მოსახლეებიც.

– რუსები მთელი განვლილი 24 საათის განმავლობაში ინტენსიურად ბომბავდნენ დონეცკის რაიონს. საარტილერიო იერიში მიმდინარეობდა ავდიივკაზე. რუსებმა სამიზნედ სახლები, სკოლები, საავადმყოფოები და სამოქალაქო დაწესებულებები ამოიღო. ქალაქის დიდი ნაწილი ევაკუირებულია, მაგრამ დარჩენილ მოსახლეობაშ მსხვერპლი მაინც მზარდია.

– უკრაინელებმა დაბომბეს რუსული პოზიციები კუნძულ ზმეინზე. როგორც ჩანს ეს იყო არამხოლოდ სამიზნეების განადგურების მცდელობა არამედ შესაძლოა ყოფილიყო ცალკეული საარტილერიო დანადგარების ნათლობაც. ჯერჯერობით ადრეა ზუსტი შეფასებები.

– კვლავ უწყვეტად იბომბება ქალაქი დონეცკის რუსული სამხედრო-საცეცხლე პოზიციები. უკრაინელებმა მოახერხეს და რუსები დააბეს დონეცკზე და იქიდან სხვა მიმართულებებზე წინსვლის საშუალებას არ აძლევენ მოწინააღმდეგეს.

– დონეცკის რაიონში უკრაინელებმა რუსები დაატყვევეს, რომლებიც მარადიორობით იყვნენ დაკავებულნი. სხვათა შორის რეალობა იგივეა – რუსებს არც საკმარისი იარაღი და არც საკმარისი საკვები აქვთ. უბრალოდ ხორცსაკეპში ბევრი ადამიანის ჩაგდებას ცდილობენ.

(რუკა და ვიდეოები კომენტარებში)

გაზიარება28

დაკავშირებული -პოსტები

“გარედან არავის ჩავრევთ!” – მეუფე იაკობი

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
გაანებეთ ეკლესიასთან ჭიდაობას თავი, გამოწვევას მივიღებთ და უბრალოდ დამარცხდებით – მეუფე იაკობი
მთავარი

სინოდში ბევრი ჩამოყალიბებულია, თუ ვინ უნდა იყოს მომავალი პატრიარქი, გარედან არავის  ჩავრევთ - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგების დროს განაცხადა. მიტროპოლიტმა თქვა,რომ ახალი პატრიარქი მხოლოდ სასულიერო პირების მიერ...

დაწვრილებითDetails

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მშობლები 6 აპრილიდან 8 აპრილის ჩათვლით შეძლებენ ბავშვის სასურველ სკოლაში დარეგისტრირებას

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
ცნობილია 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი – როდის იქნება არდადეგები და დასვენებები?
მთავარი

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მშობლებსა და კანონიერ წარმომადგენლებს დამატებით ეძლევათ შესაძლებლობა, 2026 წლის 6 აპრილიდან 8 აპრილის ჩათვლით, მიმართონ სასურველ სკოლებს და ბავშვები პირველ კლასში დაარეგისტრირონ. რა შეეხება II...

დაწვრილებითDetails

თბილისში ორი ახალგაზრდა სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 4, 2026
0
ტეხასში პატიმრობა მიუსაჯეს დედას, რომელმაც 8 წლის შვილი მოკლა
მთავარი

თბილისში, ორი ახალგაზრდა, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. გარდაცვლილები არიან შაკო ბუტიკაშვილი და ელენე გადელია. „ორი ახალგაზრდა სიცოცხლე... სიტყვები უძლურია ამ ტკივილის წინაშე... ვიზიარებ...

დაწვრილებითDetails

მოპარულია უფასო კვებისთვის გამოყოფილი მილიონები- „Aladashvili & co“-ს დირექტორმა დანაშაული აღიარა

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 4, 2026
0
მოპარულია უფასო კვებისთვის გამოყოფილი მილიონები- „Aladashvili & co“-ს დირექტორმა დანაშაული აღიარა
მთავარი

უფასო სასადილოებიდან მოპარული ფულის საქმე - „Aladashvili & co“-ს დირექტორმა, რეზო ალადაშვილმა სასამართლო პროცესზე, სადაც ბრალდებულებსი აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობენ, დანაშაული აღიარა. ალადაშვილმა თქვა, რომ ხელოვნურად ზრდიდნენ ბენეფიციარების რაოდენობას, რომ მოგება მეტი ყოფილიყო. არც კვება და არც...

დაწვრილებითDetails

ტყიბულში ბზის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 4, 2026
0
ტყიბულში ბზის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოვლინდა
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბზობის დღესასწაულის წინა პერიოდში გამკაცრებული კონტროლის ფარგლებში სამართალდარღვევა გამოავლინა. ქალაქ ტყიბულში მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა ბზის 1000 ერთეული...

დაწვრილებითDetails

მინისტრი გივი მიქანაძე საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
მინისტრი გივი მიქანაძე საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა
მთავარი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი გივი მიქანაძე ქალაქ ზესტაფონში საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა. როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, მინისტრმა მშობლებს ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმის მიმდინარეობის შესახებ ესაუბრა...

დაწვრილებითDetails

ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ
მთავარი

4 აპრილი (22 მარტი ძვ. სტ.) მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება; ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ. მღვდელმოწამისა ბასილისა, ანკვირელი ხუცისა (362-363); მოწამისა დროსიდასი, ტრაიანე მეფის ასულისა (104-117); ღირსისა ისააკ დალმატიელისა (IV)...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
13 წლის გოგოს გაუპატიურების ფაქტზე ბიძას ბრალდება წარუდგინეს
მთავარი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გავრცელების, სიცოცხლის მოსპობის მუქარის და ძალადობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული...

დაწვრილებითDetails

რუსთავში, მტკვარში ახალგაზრდას ცხედარი ნახეს

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
10-მდე ახალგაზრდა დიღმის მასივში ერთმანეთს დაუპირისპირდა_სისხლიანი გარჩევა თბილისში
მთავარი

რუსთავში, მტკვარში ახალგაზრდას ცხედარი ნახეს. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს. მაშველებმა ცხედარი მდინარის, გაჩიანი-რუსთავის მონაკვეთზე იპოვეს. არსებული ინფორმაციით ცხედარი 1 მარტს გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის არის. თვითმხილველები აცხადებდნენ რომ მოულოდნელად ხიდზე მოძრავი...

დაწვრილებითDetails

დაკავებულია პირი, რომელმაც არასრულწლოვანი ძალის გამოყენებით გააუპატიურა და მიიმალა.

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
დაკავებულია პირი, რომელმაც არასრულწლოვანი ძალის გამოყენებით გააუპატიურა და მიიმალა.
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1998 წელს დაბადებული ფ.ც. გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 20...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"