გორში მცხოვრებ გიორგი ნონაშვილს პოლიცია და ოჯახის წევრები უკვე 49-ე დღეა უშედეგოდ ეძებენ. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, იგი სახლიდან 11 ნოემბერს, 12 საათზე ხელფასის ასაღებად გავიდა, თუმცა მას შემდეგ აღარავის უნახავს.
ოჯახის წევრებს არ აქვთ კონკრეტული ვერსია, თუ რა შეიძლება იყოს მისი გაუჩინარების მიზეზი. ,,თრიალეთის” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც ადამიანის თავისუფლების უკანანოდ აღკვეთას გულისხმობს.
იმ შემთხვევაში თუ ფლობთ რაიმე სახის ინფორმაციას გაუჩინარებული ახალგაზრდის შესახებ, დარეკეთ ნომერზე 551 12 77 33
წყარო: Geonewest.com