2024 წლის 21 მაისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ დანიშნა 21 მოსამართლე, რომლებიც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით 2021 წლის 18 ივნისს გამწესდნენ – ინფორმაციას ორგანიზაცია “სასამართლოს გუშაგი” ავრცელებს.
21-ვე მათგანის დანიშვნას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი.
უვადოდ დანიშნულ მოსამართლეთა სია:
- 1. ეკატერინე ბებია – ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე
- 2. გიორგი გელაშვილი -თბილისის საქალაქოს სასამართლოს მოსამართლე
- 3. სალომე გველესიანი – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
- 4. ალექსანდრე გზირიშვილი – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
- 5. ეკატერინე ელიაძე – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
- 6. ნინო ენუქიძე – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
- 7. გიორგი თუნაური – ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
- 8. თეა კალანდაძე – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
- 9. თორნიკე კაპანაძე – ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე
- 10. ლიანა კაჟაშვილი – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
- 11. დავით მაკარაძე – გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე
- 12. თამარ მჭედლიშვილი- თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
- 13. ეკატერინე ობოლაძე – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
- 14. სალომე სამხარაძე – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
- 15. რომეო ტყეშელაშვილი- თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
- 16. ფოლადიშვილი ლეილა – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე –
- 17. ლევან ყოლბაია – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
- 18. ნანა შამათავა – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
- 19. ირაკლი ჩიკაშუა – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
- 20. მაია ჯავახიშვილი – ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე –
- 21. უჩა თოდუა – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
ცნობისთვის, სააპელაციო ან რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე თანამდებობაზე გამწესდება 3 წლის ვადით, კონკურსის საფუძველზე. ამ ვადის გასვლამდე არაუადრეს 2 თვისა და არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს იღებს გადაწყვეტილებას, გაამწესოს თუ არა თითოეული მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ.