მრუდი, რომელიც ფოტოზეა გამოსახული ნავთობის ფასის ცვლილების ერთთვიან პერიოდს მოიცავს. ნავთობზე ფასებისმკვეთრმა ვარდნამ მსოფლიოში მოულოდნელი რეალობა წარმოშვა. ალ ჯაზირას ცნობით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ აპირებს ესაუბროს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს . მან თქვა, რომ საუდის არაბეთი და რუსეთი ორივე იბრძვიან ნავთობპროდუქტების “გიჟურ” ომში. მსოფლიოში დაიწყო ბრძოლა კორონა ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ და დავარდა მოთხოვნა ნავთობზე. ამან , გამოიწვია ფასების კლება. ამ ეტაპზე ერთი ბარელი ნავთობი 20 $ -ითაა გაიაფებული.
”არასდროს მიფიქრია, რომ მე ვიტყოდი, ჩვენ უნდა გავზარდოთ ნავთობის ფასი, რადგან ამას ვაკეთებთ”, – თქვა ტრამპმა დილის ინტერვიუში Fox News– თან. ”ფასი ახლა ისეთი დაბალია, რომ ისინი გიჟებივით იბრძვიან, განაწილებისა და იმის გამო, რამდენი ბარელი უნდა გაუშვან”.
დღეს 1 ბარელის ფასმა მხოლოდ 1, 25-ით მოიმატა და ჯამში 21,34 დოლარი შეადგინა. მაგრამ არსებული რეალობითა და მოთხოვნაზე შემცირების გათვალისწინებით, საწვავზე ფასების მკვეთრ ზრდას არ ვარაუდობენ.