LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საიას ქუთაისის ფილიალი არჩევნების მეორე ტურს მხოლოდ ქუთაისში დააკვირდება

2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია – საია

დაპოსტა 2025/12/10-ში
A A
21
ნახვა
გაზიარება

2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია – ავტოკრატიულმა სამართალშემოქმედებამ, თავისუფლების არათანაზომიერმა შეზღუდვამ განსაკუთრებული წნეხი იქონია გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაზე, – ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ქურდოვანიძის თქმით, ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს გაგრძელდა 2024 წელს დაწყებული ავტორიტარული მმართველობის გაძლიერების პროცესი.

მისივე განცხადებით, რეპრესიების განსაკუთრებულ სამიზნეს სწორედ ის ინსტრუმენტული უფლებები წარმოადგენდნენ, რომლებიც დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედი და სხვა უფლებით სარგებლობის გარანტორები არიან: გამოხატვის, შეკრების და გაერთიანების თავისუფლება.

„ყოველი წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის დღე აღინიშნება, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ პარიზში 1948 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების სამახსოვრო თარიღს უკავშირდება.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ყოველი წლის 10 დეკემბერს გამოხმაურების ფორმატში აფასებდა წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების მდგომარეობას, თუმცა საქართველოში 2025 წელს განვითარებული მოვლენები მოითხოვს, დეტალურად აღიწეროს ის ტენდენციები, ქცევის მოდელები და მისწრაფებები, რომლებიც ადამიანის უფლებების არსის მნიშვნელოვნად შეზღუდვას უკავშირდება.

როგორც წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენების ანალიზი ცხადყოფს, 2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია, რაც ნიშნავს, რომ ავტოკრატიულმა სამართალშემოქმედებამ, თავისუფლებების არათანაზომიერმა შეზღუდვამ განსაკუთრებული წნეხი იქონია გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაზე – იმ უფლებებზე, რომლებიც დემოკრატიას ფუნქციურს ხდის.

ანგარიშის მიხედვით, ამ წლის განმავლობაში გაგრძელდა 2024 წელს დაწყებული ავტორიტარული მმართველობის გაძლიერების პროცესი: ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის ძირის მიზანმიმართული გამოთხრა სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის, საკანონმდებლო ჩარჩოს გაუარესებით, ფიზიკური ძალადობით, უსაფუძვლო დაკავებებით და დაჯარიმებებით, პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულებითა და დეზინფორმაციის კამპანიებით. რეპრესიების განსაკუთრებულ სამიზნეს სწორედ ის ინსტრუმენტული უფლებები წარმოადგენდნენ, რომლებიც დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედი და სხვა უფლებით სარგებლობის გარანტორები არიან: გამოხატვის, შეკრების და გაერთიანების თავისუფლება.

ანგარიში ცხადყოფს, რომ რეპრესიების ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს წარმოადგენდა გამოხატვის თავისუფლება. მნიშვნელოვნად გაუარესდა გამოხატვის თავისუფლების მომწესრიგებელი საკანონმდებლო ბაზა, მათ შორის, საჯარო მოსამსახურეების და პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფის აკრძალვით, ცილისწამებასთან დაკავშირებით საჯარო დისკუსიის დაცვის გარანტიების შესუსტებით, მაუწყებლებისთვის უცხოური დაფინანსების მიღების ბლანკეტური აკრძალვით, სასამართლოებში მედიის საქმიანობის შეზღუდვით.

გაუარესებას განაგრძობდა შეკრების თავისუფლების მდგომარეობაც. „ქართულმა ოცნებამ“ არაერთი, ადამიანის უფლებებთან შეუთავსებელი, ცვლილება შეიტანა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში და შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში, შემოიღო ახალი სამართალდარღვევები, მნიშვნელოვნად გაზარდა სანქციები. მთელი წლის განმავლობაში პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ აქტიურად გამოიყენებოდა უსაფუძვლო ადმინისტრაციული პატიმრობები, მაღალი ჯარიმები, ფიზიკური ძალადობა.

ანგარიში ხაზს უსვამს, რომ გაერთიანების თავისუფლების კუთხით სიტუაცია 2025 წელს მნიშვნელოვნად გაუარესდა. გარდა ახალი რეპრესიული კანონების მიღებისა „ქართული ოცნება“ სამოქალაქო საზოგადოებას ასევე პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებებით, ანგარიშების დაყადაღებით და გამოკითხვებით ავიწროებდა.

ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენდა პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის მართლმსაჯულება. 2024 გაზაფხულიდან 2025 წლის სექტემბრის ჩათვლით 69 პირის მიმართ მიმდინარე საქმეზე სისხლის სამართლის საქმეებზე პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკვირვებამ აჩვენა, რომ აქტივისტების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მექანიზმების გამოყენება, მიმართულია არა მხოლოდ კონკრეტული შესაძლო დანაშაულის აღკვეთისკენ, არამედ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებაზე ზეწოლისკენ.

2025 წელსაც გრძელდებოდა დემონსტრანტების არასათანადო მოპყრობა. კვლავ დაუსჯელები რჩებიან 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში სისტემურ წამებაზე პასუხისმგებელი პირები.

ანგარიში ასევე აანალიზებს თანასწორობის უფლების რეალიზებისა და მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობის კუთხით არსებული მდგომარეობის გაუარესებას. 2025 წლის განმავლობაშიც გრძელდებოდა ანტიგენდერული რიტორიკით, კანონებით და ქმედებებით გენდერული თანასწორობის კუთხით წლების განმავლობაში მიღწეული პროგრესისთვის ძირის გამოთხრა, სექსიზმისა და ჰომოჰობიის/ტრანსფობიის წახალისება.

საყურადღებოა, რომ მიმდინარე პოლიტიკური რეპრესიების ფონზე, უგულებელყოფილი რჩება ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები, რომლებთან დაკავშირებითაც კვლავ არცერთი პრობლემა არსებობს. 2025 წელს კვლავ თვალშისაცემი იყო ღირსეული საცხოვრისის უფლებისა და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის სავალალო შედეგები. ანგარიშში ასევე მიმოხილულია 2025 წლის განმავლობაში დაფიქსირებული რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ადამიანების გარდაცვალება, სავარაუდოდ სახელმწიფოს მიერ სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე პოზიტიური ვალდებულებების უგულებელყოფასთან / პრევენციული ზომების არარსებობასთან იყო კავშირში.

აღსანიშნავია, რომ ანგარიშის მომზადება ორგანიზაციის თანამშრომლებმა შეძლეს იმ რეალობაში, როდესაც საია ხელისუფლების მტრული დამოკიდებულების ქვეშ ფუნქციონირებდა, ხოლო პროპაგანდისტული მედია საშუალებები და თანამდებობის პირები შემზღუდველ კანონმდებლობასთან ერთად, მუდმივი თავდასხმების ქვეშ აყენებდნენ უფლებადაცვითი ორგანიზაციის საქმიანობას“, – განაცხადა ქურდოვანიძემ.

ანგარიში ხელმისაწვდომია ბმულზე.

გაზიარება8

დაკავშირებული -პოსტები

ახმეტაში, საბავშვო ბაღის მასწავლებელს ნათია ჭიჭიაშვილს გლოვობენ

by მეგა TV
მარტი 2, 2026
0
ახმეტაში, საბავშვო ბაღის მასწავლებელს ნათია ჭიჭიაშვილს გლოვობენ
მთავარი

ახმეტაში, საბავშვო ბაღის მასწავლებელი, ნათია ჭიჭიაშვილი გარდაიცვალა კოლეგების ინფორმაციით, 40 წლის პედაგოგი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მძიმე სენს ებრძოდა. ჭიჭიაშვილი საბავშვო ბაღში, გახანგრძლივებული ჯგუფის მასწავლებლად მუშაობდა. მანამდე კი ახმეტაში აიპ...

დაწვრილებითDetails

წყალი 10 საათით შეწყდება – გადაამოწმეთ მისამართები

by მეგა TV
მარტი 2, 2026
0
ქუთაისში 20 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება შეუწყდება | ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი
მთავარი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს. კომპანიის ცნობით, საბურთალოს რაიონში, ხატაეთის ქ. N60-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 23:00 დან 3...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 3 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 2, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 3 მარტისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.6922, ევრო – 3.1606, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6065 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 2, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში, ცხოველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, ფიზიკური პირი რ. ო. საკუთარ ეზოში, კუსტარულად მოწყობილ...

დაწვრილებითDetails

დიუშენით დაავადებული 17 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – განცხადება

by თამარა ქავთარაძე
მარტი 2, 2026
0
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ
მთავარი

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობელთა ორგანიზაციის ინფორმაციით, გარდაიცვალა 17 წლის ავთანდილ ბრეგაძე. დიდი მწუხარებით გვსურს გაცნობოთ რომ გარდაიცვალა დიუშენით დაავადებული პაციენტი 17 წლის ავთანდილ ბრეგაძე, ჩვენი ორგანიზაციის მებრძოლი წევრი,...

დაწვრილებითDetails

“” გიო, ჩემო “წერტილა””-საფრანგეთში ქართველი ახალგაზრდა დაიღუპა

by თამარა ქავთარაძე
მარტი 2, 2026
0
“” გიო, ჩემო “წერტილა””-საფრანგეთში ქართველი ახალგაზრდა დაიღუპა
მთავარი

საფრანგეთში ქართველი ახალგაზრდა გარდაიცვალა გარდაცვლილი 30 წლის გიორგი გოგიშვილია, რომელიც წარმოშობით აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარნიდან იყო. მას მეგობრები და ახლობლები ემშვიდობებიან: " გიო.ჩემო წერტილა. რა მოგივიდა ჩემო კარგო ბიჭო.რა მოხდა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის აეროპორტში ძალიან მძიმე ფაქტის მომსწრე გავხდი- რას წერს მოქალაქე

by თამარა ქავთარაძე
მარტი 2, 2026
0
უკრაინაში მებრძოლი ქართველები კოპიტნარის აეროპორტში დააკავეს
მთავარი

"გუშინ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ძალიან მძიმე და შემაშფოთებელი ფაქტის მომსწრე გავხდი. ბათუმის მიმართულებით მიმავალ ავტობუსში ჩასხდომის შემდეგ, სანამ ავტობუსი დაიძვრებოდა, მძღოლი, ახალგაზრდა კაცი ეცრად ცუდად გახდა. ადგილზე მყოფმა ადამიანებმა დაუყოვნებლივ...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში აქსესუარების მაღაზია გაქურდეს

by მეგა TV
მარტი 2, 2026
0
ქუთაისში აქსესუარების მაღაზია გაქურდეს
მთავარი

ქუთაისში მაღაზია "რონიკო" გაქურდეს. შემთხვევა ღამით მოხდა. როგორც "მეგა ტვ"-ს აცნობეს გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე აქსესუარების მაღაზიაში არასრულწლოვნები შეიჭრნენ, მათ შესასვლელი კარის მინა ჩაამსხვირეს. მოზარდებმა 10-მდე ძვირადღირებული საათი წაიღეს. მიმდინარეობს გამოძიება.

დაწვრილებითDetails

“კახა კალაძე შაბათ-კვირას იმყოფებოდა აბუ-დაბიში, ჯერჯერობით ვერ ახერხებს გამოფრენას”- თბილისის მერიის პრესსამსახური

by მეგა TV
მარტი 2, 2026
0
ნაციონალური მოძრაობა ისეთ დღეშია ლევან ხაბეიშვილს იმსახურებს პარტიის თავმჯდომარედ_კახი კალაძე
მთავარი

თბილისის მერი, კახა კალაძე აბუ-დაბიში იმყოფება და შექმნილი მდგომარეობის გამო, ამ დროისთვის, საქართველოში ჩამოფრენას ვერ ახერხებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს. „თბილისის მერი შაბათ-კვირას იმყოფებოდა აბუ-დაბიში. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯერჯერობით, ვერ...

დაწვრილებითDetails

“სამძიმარს ვუცხადებთ ირანელ ხალხს და ირანის რესპუბლიკას”- მთავრობა

by მეგა TV
მარტი 2, 2026
0
საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს მთავრობა ღრმა შეშფოთებით ადევნებს თვალყურს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, რომელიც ემუქრება რეგიონის უკლებლივ ყველა ქვეყნის უსაფრთხოებას და კეთილდღეობას, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"