LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ბაკურიანი უმასპინძლებს

2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ბაკურიანი უმასპინძლებს

დაპოსტა 2020/11/27-ში
A A
1.7k
ნახვა
გაზიარება

,, დღეს გამართულ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) 49-ე გენერალურ ასამბლეაზე მიღებული იქნა ჩვენი სპორტისთვის მეტად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – ბაკურიანს ოფიციალურად მიენიჭა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის სტატუსი.

ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ონლაინ-ფორმატში გამართული ევროპული ფორუმის ყველა დელეგატმა, რომლებმაც მოისმინეს  აუცილებელი ინფორმაცია საქართველოს განაცხადის შესახებ, ასევე ნახეს სეოკ-ის მიერ წარდგენილი სამწუთიანი საპრეზენტაციო ვიდეო რგოლი.

ამ ისტორიულ მომენტს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისში თვალს ადევნებდნენ სეოკ-ის ხელმძღვანელები.  აღინიშნა, რომ დღეიდან იწყება ახალი და მეტად საპასუხისმგებლო  ეტაპი ჩვენს ქვეყანაში ზამთრის სპორტის განვითარებისთვის. დადგა ენერგიული მოქმედების, კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტისა და ზამთრის სპორტში  სერიოზული ინვესტიციების განხორციელების დრო.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ  2019 წლის 30 ივლისს გამართულმა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის რიგგარეშე სხდომამ მიიღო  გადაწყვეტილება 2025 წლის ზამთრის მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის უფლების მისაღებად ოფიციალური განაცხადი წარადგინა ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებში (EOC).

მოგვიანებით, 2020 წლის თებერვალში საქართველოში ჩამოვიდა EOC-ის  შემფასებელი კომისია, რომლის წევრებმაც მოინახულეს ბორჯომი და ბაკურიანი. კომისიის მიერ მომზადებულ შემაჯამებელ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ვიზიტის მსვლელობის პერიოდში აქტიურად იყვნენ ჩართულნი სეოკ–ის ხელმძღვანელები, პრეზიდენტის, ვიცე პრეზიდენტებისა და გენერალური მდივნის სახით. ვიზიტის პირველ დღეს შემფასებელ კომისიას ოფიციალური შეხვედრები ჰქონდა  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან. ყველა სამთავრობო სტრუქტურა  სრულ მხარდაჭერას უცხადებს ზამთრის 2025 წლის EYOF-ის პროექტს საქართველოში ზამთრის სპორტის სახეობებისა და ტურიზმის წარმოჩენის მიზნით. ვიზიტი ორგანიზებული იყო მეტად მაღალ დონეზე და ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ საქართველოში დიდი პოტენციალი არსებობს 2025 წელს შესანიშნავი  ფესტივალის ჩასატარებლად.”

ამის შემდეგ, ქართულმა მხარემ,  დადგენილ ვადებში და ფორმით, ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებს  წარუდგინა  პროტოკოლით გათვალისწინებული დოკუმენტების პაკეტი. გაზაფხულიდან მოყოლებული, სეოკ-თან შექმნილ სამუშაო ჯგუფს აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა საქართველოს მთავრობასთან, EOC-ის შესაბამის სამსახურთან, აგრეთვე ზამთრის სახეობების ფედერაციებთან და ადგილობრივ ექსპერტებთან. ჩვენმა ერთობლივმა მუშაობამ კარგი შედეგი გამოიღო – 4 წლის შემდეგ საქართველო მნიშვნელოვან ევროპულ ოლიმპიურ ფორუმს უმასპინძლებს.

საქართველოსთვის წარმატებული იყო ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის წარდგენილი თბილისის კანდიდატურა, რომლის მასპინძლობის პატივი 2015 წელს გვერგო. იმედი გვაქვს, რომ ასევე წარმატებული იქნება ჩვენი ახალი პროექტი.

„2015 წელს ჩვენ მაღალ დონეზე  ვუმასპინძლეთ ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს და მაშინ მიღებული გამოცდილება უთუოდ გამოგვადგება უკვე 2025 წელს, –განაცხადა სეოკ–ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, – ამჯერად მოგვიწევს ორი მთავარი ამოცანის შესრულება: ერთის მხრივ, უნდა შევქმნათ ზამთრის სპორტისთვის აუცილებელი თანამედროვე ინფრასტრუქტურა, პარალელურად კი – საფუძვლიანად მოვამზადოთ ჩვენი ახალგაზრდები მაღალი სპორტული მიზნებისთვის საბრძოლველად და ამ საქმეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ. პარალელურად, უნდა გავწიოთ  შრომატევადი საორგანიზაციო სამუშაოები, რათა ფესტივალს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ.  ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს საქართველოს მთავრობის მყარი მხარდაჭერა, რაც ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ზამთრის სპორტში დღეს და ხვალ განხორციელებული ინვესტიცია აუცილებლად მოგვცემს ხელშესახებ შედეგს და არა მხოლოდ ზამთრის სპორტის სრულიად ახალ სიმაღლეზე აყვანის, არამედ ბევრი სხვა მიმართულებითაც.“-ნათქვამია ოლიმპიური კომიტეტის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება662

დაკავშირებული -პოსტები

“ფუდ გალერის“ მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
“ფუდ გალერის“ მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
მთავარი

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს განცხადებით, შპს ფუდ გალერი ჯორჯიას  მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტი დაუდგინეს. სააგენტოს ცნობით, საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მოვაჭრე მომსახურების გაუქმების შემთხვევაში, მომხმარებლებისთვის თანხის დაბრუნებას არაგონივრული ვადით აგვიანებდა....

დაწვრილებითDetails

ოზურგეთის მერი, პაატა კუნჭულია  გადადგა

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ოზურგეთის მერი, პაატა კუნჭულია  გადადგა
მთავარი

ოზურგეთის მერი, პაატა კუნჭულია  გადადგა. ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური ქსელიდან გახდა ცნობილი. მისი თქმით, რჩება „ქართული ოცნების“ ერთგულ, რიგით ჯარისკაცად. მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე გადაწყვეტილება ოზურგეთის მერის თანამდებობის...

დაწვრილებითDetails

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 34 წელი გავიდა

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
აფხაზეთის ომის დაწყებიდან 31 წელი გავიდა (+ფოტო)
მთავარი

14 აგვისტოს, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 34 წელი გავიდა.   საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მოსაგონებლად, მოქალაქეები და ვეტერანები დილიდან საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან მიდიან.   1992 წლის 14...

დაწვრილებითDetails

კოშმარი დატრიალდა, კრაზანები შემოესივნენ – ვინ გადაარჩინა ქალი მარტვილში

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
კოშმარი დატრიალდა, კრაზანები შემოესივნენ – ვინ გადაარჩინა ქალი მარტვილში
მთავარი

,,დღეს მარტვილის რაიონში, სადაც დედაჩემი სრულიად მარტო იმყოფებოდა, ნამდვილი კოშმარი დატრიალდა... სახლშიც და ეზოშიც უზარმაზარი, სასიკვდილოდ საშიში კრაზანების ბუდეები შემოესივნენ. ქალი ფაქტობრივად ალყაში მოექცა. ​შოკში მყოფმა, დავიწყე რეკვა ყველგან, სადაც...

დაწვრილებითDetails

14 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
2026 წელს ვის ელის დიდი კარიერული წინსვლა — წლის სამი მთავარი ფავორიტი
მთავარი

ვერძი   აქტიური და ენერგიული დღე გელოდებათ. შესაძლოა, მოულოდნელად ახალი საქმე ან საინტერესო შეთავაზება გამოჩნდეს. ფინანსურ საკითხებში ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი ბევრ გაუგებრობას მოაგვარებს.   კურო  ...

დაწვრილებითDetails

უბედურებას ძლივს გადავურჩით, ნუ დაელოდებით ტრაგედიას! – მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
უბედურებას ძლივს გადავურჩით,  ნუ დაელოდებით ტრაგედიას! –  მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ
მთავარი

ქუთაისში ხარაზოვის ბაღში არსებულ საშიშ მდგომარეობაზე მოქალაქე პოსტს აქვეყნებს და მოითხოვს რომ ტერიტორია მოაწესრიგონ. ,,ხარაზოვის ბაღში,სადაც ყოველდღიურად უამრავი ბავშვი თამაშობს,შადრევნის ფილები არის ამოღებული და დატოვებული ღია.ორი დღის წინ ბავშვი კინაღამ...

დაწვრილებითDetails

14 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
როგორი ამინდი იქნება ნოემბერში საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +18,+23°, დღისით...

დაწვრილებითDetails

ძალიან ადრე შეწყდა შენი პატარა ცხოვრება – ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს ემშვიდობებიან

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ლიანდაგებზე მძინარე მამაკაცს მატარებელი შეეჯახა და გადარჩა (უცხოეთი)
მთავარი

"ძალიან ადრე შეწყდა შენი პატარა ცხოვრება… ნათელში იყოს შენი სული. 🕊️" ბათუმში გარდაცვლილ 16 წლის სანდრას ახლობლები ემშვიდობებიან. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას მატარებელი მაშინ დაეჯახა, როდესაც ის ლიანდაგზე გადადიოდა. ვიზიარებთ ოჯახის...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
დევდორაკის ხეობაზე გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით 14 საათზე, დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის მიერ მოხდა ღვარცოფული პროცესის დეტექცია, რა დროსაც სისტემამ...

დაწვრილებითDetails

12 წლის ბავშვმა მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა და ავარიაში მოყვა – მოზარდი ადგილზევე დაიღუპა

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ფონიჭალაში 12 წლის ბავშვმა მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა და ავარიაში მოყვა - მოზარდი ადგილზევე დაიღუპა - ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Aktual. ge ავრცელებს. მათივე ცნობით, დაღუპული ფონიჭალის მკვიდრი, თაფდიგ ყაჰრამანოვია.

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"