საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მტკიცებით, 2024 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.1 %-ით (200.4 ლარით) გაიზარდა და 2 004.9 ლარი შეადგინა
2024 წლის II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების – 2 413.5 ლარით განისაზღვრა.
ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 251.8 ლარი (11.7%)










