LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველოში 219 700 უმუშევარია – საქსტატი

2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 000 – ,,საქსტატი”

დაპოსტა 2025/06/25-ში
A A
19
ნახვა
გაზიარება

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 000 ადამიანი შეადგინა, საიდანაც 53% ქალია, ხოლო 47% – კაცი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 000 ადამიანი შეადგინა, საიდანაც 2 078 000 (53 პროცენტი) ქალია, ხოლო 1 836 000 (47 პროცენტი) – კაცი.

 

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქალების წილი შედარებით მაღალია თბილისსა (56 პროცენტი) და ქუთაისში (55 პროცენტი), ხოლო შედარებით დაბალია მცხეთის (49 პროცენტი), ხარაგაულის (49 პროცენტი) და საგარეჯოს (49 პროცენტი) მუნიციპალიტეტებში.

 

„მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, 2 423 000 კაცი (62 პროცენტი) ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში, ხოლო 1 491 000 კაცი (38 პროცენტი) – სოფლად. რეგიონების მიხედვით, საქალაქო დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის წილი, თბილისის გარდა, მაღალია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (66 პროცენტი), რაც განპირობებულია ბათუმის მოსახლეობის მაღალი რიცხოვნობით, ხოლო შედარებით დაბალია მცხეთა-მთიანეთის (20 პროცენტი), კახეთის (21 პროცენტი), რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის (24 პროცენტი) რეგიონებში”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, 2024 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, თბილისში ცხოვრობს მოსახლეობის 34 პროცენტი. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით მეორე და მესამე ადგილს იკავებენ იმერეთის და ქვემო ქართლის რეგიონები, რომლებზეც მოდის შესაბამისად მოსახლეობის 12.9 და 11.2 პროცენტი.

 

გარდა ამისა, „საქსტატი“ მოსახლეობის აღწერის მეთოდოლოგიის შესახებაც ავრცელებს ინფორმაციას.

 

„საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა ჩატარდა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში. აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორია, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით, აღწერას დაექვემდებარა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები. მოსახლეობის გამოთვლის მომენტად (აღწერის კრიტიკული მომენტი) განისაზღვრა 13-14 ნოემბრის შუაღამის 12 საათი, რომლის მიხედვითაც განხორციელდა ფაქტების რეგისტრაცია. აღწერის ფარგლებში, მონაცემები შეგროვდა ელექტრონულად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. პროცესი ორ ეტაპად განხორციელდა: პირველ ეტაპზე (2024 წლის 14-23 ნოემბერი) გამოყენებული იქნა თვითრეგისტრაციის მეთოდი (CAWI), ხოლო მეორე ეტაპზე (29 ნოემბრიდან – 31 დეკემბერი) – კომპიუტერის დახმარებით პერსონალური ინტერვიუს მეთოდი (CAPI). მოსახლეობის მხრიდან გამოვლენილი მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, თვითრეგისტრაციის შესაძლებლობა დამატებით გაგრძელდა მთელი დეკემბრის განმავლობაშიც.

 

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში ზოგიერთ მაღალმთიან და ძნელად მისადგომ დასახლებაში ამინდის შესაძლო გაუარესების გამო გართულდებოდა საველე სამუშაოების ჩატარება – მესტიის, ყაზბეგის, ლენტეხის, ნაწილობრივ ახმეტისა (ომალოს ადმინისტრაციული ერთეული) და დუშეთის (გუდამაყრის, მაღაროსკარის, უკანაფშავის, ქვეშეთის, შატილისა და ხევსურეთის ადმინისტრაციული ერთეულები და ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლები) მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის აღწერა ჩატარდა 2024 წლის სექტემბერში.

 

აღწერის შედეგების გამოქვეყნება დაგეგმილია ორ ეტაპად: წინასწარი აგრეგირებული შედეგები ხელმისაწვდომი იქნება 2025 წლის 25 ივნისს, რომელიც მოიცავს მოსახლეობის რიცხოვნობას რეგიონების და მუნიციპალიტეტების მიხედვით, სქესობრივ და საქალაქო-სასოფლო დასახლებების ჭრილში. აღწერის დეტალური (საბოლოო) შედეგები გამოქვეყნდება 2026 წლის ივნისში (შინამეურნეობების საბინაო პირობები, საცხოვრისის ტიპი, შენობის აშენების წელი, ფართობი და ოთახების რაოდენობა, საცხოვრისის კეთილმოწყობის სახეები; მოსახლეობის დემოგრაფიული და სოციალური მახასიათებლები; მოქალაქეობა და ეროვნება, აღმსარებლობა, განათლების დონე, ქორწინების მდგომარეობა, შიდა მიგრაცია და იმიგრაცია, დასაქმება და ეკონომიკური აქტივობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა; მეურნეობების სარგებლობაში არსებული მიწის ფართობი, სასოფლო-სამეურნეო მიწის სტრუქტურა, ერთწლიანი კულტურებით და მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული მიწის სტრუქტურა, ხეხილის, ციტრუსის და ვაზის ძირთა რაოდენობა, პირუტყვისა და ფრინველის სულადობა და ფუტკრის ოჯახების რაოდენობა)”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება8

დაკავშირებული -პოსტები

მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ივნისი 25, 2025
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საზოგადოებაში არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კერძო კომპანიების მიერ...

დაწვრილებითDetails

ლევან ხაბეიშვილი 4 000 ლარით დააჯარიმეს და იარაღების ტარების უფლება ჩამოართვეს

by მეგა TV
ივნისი 25, 2025
0
მაშინ, როდესაც ხალხს უკიდურესად უჭირს და ეს პრობლემები არ გაღელვებს, ცდილობ მოსახლეობას შესთავაზო სანახაობა, ძალადობა, თავდასხმა – ჩემი გულწრფელი მხარდაჭერა ნიკა მელიას! -ლევან ხაბეიშვილი
მთავარი

საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის ფაქტზე „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი 4 000 ლარით დააჯარიმეს.   ასევე, მოსამართლემ პოლიტიკოსს იარაღის ტარების უფლებაც ჩამოართვა.   პროცესს არ...

დაწვრილებითDetails

ჰააგაში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მიმდინარეობს

by მეგა TV
ივნისი 25, 2025
0
დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ძალიან პროდუქტიული დისკუსია გამართეს – თეთრი სახლის ოფიციალური პირი
მთავარი

ჰააგაში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.   აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა ნატო-ს წევრი სახელმწიფოების...

დაწვრილებითDetails

მიმდინარეობს ზვიად რატიანის სასამართლო პროცესი

by მეგა TV
ივნისი 25, 2025
0
პოეტი ზვიად რატიანი თავისუფალია
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე პოეტ ზვიად რატიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.   დღევანდელ პროცესზე ზვიად რატიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.   სასამართლო პროცესს თავად ზვიად რატიანი, უფლებადამცველებთან ერთად ესწრება....

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ივნისი 25, 2025
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7248 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7252 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004...

დაწვრილებითDetails

რა თანხას მიიღებენ სადგურის მოედნის მიმდებარედ არსებულ ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები

by მეგა TV
ივნისი 25, 2025
0
ახალციხეში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა
მთავარი

სადგურის მოედნის მიმდებარედ არსებულ ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს თბილისის მერია ერთჯერად ფინანსურ დახმარებას გაუწევს, რომლის ჯამური ოდენობა 1 687 000 ლარს შეადგენს.   როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ...

დაწვრილებითDetails

ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ სრულად აიკრძალება – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ივნისი 25, 2025
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

ზედაპირული ანალიზიც ცხადყოფს, რომ დღეს საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების, განსაკუთრებით - ბენზოდიაზეპინების, მოხმარება გონივრულ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება, რაც ამყარებს საზოგადოების საფუძვლიან ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ ნარკოტიკული დანიშნულებით ამ მედიკამენტების გამოყენება საქართველოში...

დაწვრილებითDetails

ბრიუსელმა უნდა შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულების გამართლება და მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევა – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ივნისი 25, 2025
0
შალვა პაპუაშვილი
მთავარი

ბრიუსელმა უნდა შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულების გამართლება და მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი წერს.   როგორც ის აღნიშნავს, სამწუხაროა, რომ ბრიუსელი არ ითვალისწინებს წარსულის...

დაწვრილებითDetails

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იმ მოვლენების შედეგად მოვიდა, რომელსაც რევოლუცია მცდარად დაერქვა – თეა წულუკიანი

by მეგა TV
ივნისი 25, 2025
0
ძალიან ცუდია ქვეყნისთვის უტვინო ოპოზიცია და რამე მოიფიქრეთ ჭკვიანური. საკუთარი ამომრჩევლის მაინც არ გრცხვენიათ?! მათ შორის ხომ უამრავი მშრომელი და გულწრფელი ადამიანია? რატომ აცოტავებთ თქვენივე რიგებს? – თეა წულუკიანი
მთავარი

თეა წულუკიანი - „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იმ მოვლენების შედეგად მოვიდა, რომელსაც რევოლუცია მცდარად დაერქვა - ჩვენ ამას ვიკვლევთ და სავარაუდოდ, ვიტყვით, რომ ეს ხავერდოვანი რევოლუცია არ იყო! „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში...

დაწვრილებითDetails

5 წელი დასჭირდა ამას – რას წერს თორნიკე ბარათაშვილი გელათზე

by მეგა TV
ივნისი 25, 2025
0
5 წელი დასჭირდა ამას – რას წერს თორნიკე ბარათაშვილი გელათზე
მთავარი

"გელათის მთავარი ტაძრის ერთიანი დროებითი გადახურვის სამუშაოები დასკვნით ფაზაში შევიდა - ამის შესახებ ინფორმაცია გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა გაავრცელა და სამონასტრო კომპლექსის ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს რომ ძეგლი მთლიანად შეფუთულია.  ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"