2024 წლის საკლუბო ტურნირების დაწყების თარიღები ცნობილია.
ახალი სეზონი 1 მარტს, ეროვნული ლიგის გათამაშებით დაიწყება. 5-წლიანი პაუზის შემდეგ, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას კოლხეთი ფოთი 1913 დაუბრუნდა, ხოლო რანგით მეორე დივიზიონს, რომელიც 6 მარტს დაიწყება – სართიჭალის შტურმი, დუშეთის არაგვი და რუსთავი შეუერთდებიან.
8 მარტს აიღებს სტარტს ქალთა ლიგის გათამაშება, ხოლო ქალთა ლიგა 2, 30 მარტს დაიწყება.
2024 წლის საკლუბო ტურნირების დაწყების თარიღები
- კრისტალბეთ ეროვნული ლიგა – 1 მარტი
- ეროვნული ლიგა 2 – 6 მარტი
- კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 3 – 7 მარტი
- კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 4 – 30 მარტი
- რეგიონული ლიგა – 1 აპრილი
- 19 წლამდელთა ოქროს ლიგა – 2 მარტი
- 19 წლამდელთა ვერცხლი – 30 მარტი
- 17 წლამდელთა ასაკობრივი ლიგა – 30 მარტი
- 15 წლამდელთა ასაკობრივი ლიგა – 30 მარტი
- ქალთა ლიგა – 8 მარტი
- ქალთა ლიგა 2 – 30 მარტი










