2024 წლის “ოქროს გლობუსის” გამარჯვებულები ცნობილია. აშშ-ში გამართული დაჯილდოების რიგით 81-ე ცერემონიალი წარმატებული აღმოჩნდა “ოპენჰაიმერისთვის”.
კრისტოფერ ნოლანის ნამუშევარმა ფიზიკოს ჯ. რობერტ ოპენჰაიმერის შესახებ, მრავალი ჯილდო აიღო, მათ შორის დასახელდა საუკეთესო დრამატულ ფილმად. ნოლანი დასახელდა საუკეთესო რეჟისორად ხოლო კილიან მერფი კაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში – დრამა.
ყველაზე ხშირად ნომინირებული ფილმი იყო “ბარბიც”, რომელმაც საბოლოოდ ორი ჯილდო აიღო.