2023 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.0 მლნ აშშ დოლარი (761.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 43.6%-ით (219.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე – მონაცემებს, საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
“უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.8% იმ 26 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ოქტომბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 26 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების 97.0% მოდიოდა.
2023 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 31.5 მლნ აშშ დოლარი (84.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის ოქტომბრის (31.4 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.2%-ით მეტია.” აცხადებს სებ-ი
ქვეყნების ათეული საიდანაც ყველაზე მეტი გადმოირიცხა ასეთია:
- რუსეთი – 61.76
- იტალია – 42.57
- აშშ – 41. 72
- საბერძნეთი – 21. 22
- გერმანია – 20.24
- ისრაელი – 17.16
- ყაზახეთი – 16.44
- თურქეთი – 8. 42
- ესპანეთი – 4.82
- აზერბაიჯანი 4.41










