LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებებია

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებებია

დაპოსტა 2022/11/08-ში
A A
151
ნახვა
გაზიარება

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებებია. გამოცდების ეროვნული ცენტრი სიახლეებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

„შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა საგანში გამოცდების შედეგების ფსიქომეტრიული და ექსპერტული ანალიზის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით საგამოცდო ტესტის ფორმატი ან მისი ცალკეული დავალებები პერიოდულად იცვლება. ამ სიახლეების მიზანია ტესტის უფრო მეტად დახვეწა. შარშან სიახლეები შეეხო ქართული ენისა და ლიტერატურის და გეოგრაფიის ტესტების ფორმატს. წელს გთავაზობთ სიახლეებს  ისტორიის,  მათემატიკისა და უცხოური ენის ტესტების ფორმატში.

ისტორიის ტესტი
2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიის ტესტში არსებული №22, 23, 24 დავალებების ნაცვლად საგამოცდო ტესტში მოცემული იქნება ახალი ფორმატის დავალება, რომელიც იმავე უნარებს შეამოწმებს, რასაც ეს დავალებები ამოწმებდა. კერძოდ:

ისტორიული მოვლენებისა და პროცესების დამახასიათებელი, არსებითი ნიშნების გამოვლენა;
ისტორიული მოვლენებისა და პროცესების მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გამოვლენა;
ისტორიული მოვლენების შეფასების უნარი;
ისტორიული მოვლენების/ფაქტების კრიტიკული გააზრების უნარი;
არგუმენტირებული მსჯელობის უნარი;
შეფასების უნარი.

ამ შემთხვევაში საუბარია ტესტის განსხვავებული ფორმატისა და არა არსობრივ-შინაარსობრივი ხასიათის ცვლილებაზე, რაც უფრო მოქნილს, საინტერესოს და კომპლექსურს გახდის დავალებას. ერთ ისტორიულ მოვლენაზე ფოკუსირებულ აბიტურიენტს შეეძლება უფრო ვრცლად და არგუმენტირებულად იმსჯელოს მოცემულ თემატიკაზე და უკეთ გამოავლინოს ზემოთ ჩამოთვლილი უნარები.
ახალი ფორმატის დავალებაში მოცემულია დავალების პირობა, რომელსაც აბიტურიენტები გულდასმით უნდა გაეცნონ, შემდეგ კი ქვეკითხვების მიხედვით

უნდა ჩამოაყალიბონ საკუთარი მოსაზრებები და არგუმენტები წარმოდგენილ თემაზე. დავალება 6 ქულიანია. ტესტის მაქსიმალური ქულა არ შეიცვლება (60). საგამოცდო დროის ხანგრძლივობა კვლავ 2 საათი და 40 წუთი იქნება.
აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.

დავალების ნიმუში

1642 წელს ინგლისის მეფე ჩარლზ I-მა ლონდონი დატოვა. დაიწყო ომი მეფესა და პარლამენტს შორის.

(1ქ.) 1. დაასახელეთ ერთი კონკრეტული მიზეზი, რომელმაც განაპირობა ეს დაპირისპირება.
(1ქ.) 2. დაასახელეთ ამ დაპირისპირების ერთი კონკრეტული შედეგი.
(1ქ.) 3. ახსენით, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო დადებითი შედეგის მომტანი ეს დაპირისპირება, მეფისა და პარლამენტის გარდა. თქვენი მოსაზრება აუცილებლად დაასაბუთეთ ერთი არგუმენტით მაინც.
(1ქ.) 4. ახსენით, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო ეს დაპირისპირება უარყოფითი შედეგის მომტანი, მეფისა და პარლამენტის გარდა. თქვენი მოსაზრება აუცილებლად დაასაბუთეთ ერთი არგუმენტით მაინც.
(2ქ.) 5. ევროპის ისტორიიდან დაასახელეთ ამ დაპირისპირების ანალოგიური მოვლენა და დაიმოწმეთ ორი ფაქტი ამ ანალოგიის დასასაბუთებლად.

იხილეთ მოცემული დავალების ქვეკითხვებთან დაკავშირებული თანდართული დაზუსტება-განმარტებები:
1. დავალების პირობებში დაკონკრეტებული იქნება მიზეზის ტიპი, მაგალითად, ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და ა.შ., საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე.
2. დავალების პირობებში დაკონკრეტებული იქნება რა ტიპის შედეგზეა საუბარი, მაგალითად, ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და ა.შ., საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე.
3. არგუმენტის დამოწმების გარეშე, აპლიკანტი ვერ მიიღებს დადებით შეფასებას. გარდა ამისა, დადებითი ქულით არ შეფასდება ზოგადი ხასიათის პასუხი/არგუმენტი, რომელიც, პრაქტიკულად, ნებისმიერ სხვა საკითხს „მოერგება“. მაგალითად: კარგი/ცუდი იქნებოდა ხალხისთვის, სახელმწიფოსთვის და ა.შ., პროგრესული/ დადებითი  ან უარყოფითი იყო და ა. შ.). ამგვარი ზოგადი პასუხები არ შეფასდება.
4. არგუმენტის მოტანის გარეშე, აპლიკანტი ვერ მიიღებს დადებით შეფასებას. გარდა ამისა, დადებითი ქულით არ შეფასდება ზოგადი ხასიათის პასუხი/არგუმენტი, რომელიც, პრაქტიკულად, ნებისმიერ სხვა საკითხს „მოერგება“. მაგალითად: კარგი/ცუდი იქნებოდა ხალხისთვის, სახელმწიფოსთვის და ა.შ., პროგრესული/ დადებითი  ან უარყოფითი იყო და ა. შ.). ამგვარი ზოგადი პასუხები არ შეფასდება.
5. ანალოგიის დამადასტურებელი მსჯელობის/ფაქტების დასახელების გარეშე, აპლიკანტი ვერ მიიღებს დადებით შეფასებას.

მათემატიკის ტესტი

2023 წელს მათემატიკის ტესტი შედგენილი იქნება 41 დავალებისაგან. ტესტში გაიზარდა არჩევითპასუხიანი დავალებების წილი,  კერძოდ მოცემული იქნება 37 არჩევითპასუხებიანი დავალება. ასევე იქნება 4 ღია, წერითი დავალება. ღია დავალებები იქნება სამქულიანი (2 დავალება) და ოთხქულიანი (2 დავალება). შესაბამისად, ღია დავალებების მაქსიმალური ჯამური ქულა იქნება 14. ტესტის მაქსიმალური ქულა იგივე დარჩება (51).
ტესტის შესრულებისათვის გამოყოფილი დრო კვლავ 3 საათია.
აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს.

უცხოური ენების ტესტი

უცხოური ენის ტესტების ფორმატში შევიდა შემდეგი ცვლილებები:

ტესტში შემოტანილია კომუნიკაციური სახის დავალება – დიალოგის შევსება.  ეს დავალება ჩაანაცვლებს წერის პირველს დავალებას – წერილს.
ტესტიდან ამოღებულია მოსმენის პირველი დავალება. მოსმენის მეორე დავალების სავარაუდო პასუხების რაოდენობა გახდა 4.
გრამატიკის ცოდნა შემოწმდება დახურული დავალებებით.  აბიტურიენტმა სწორი პასუხის ჩაწერის ნაცვლად, მოცემული 4 პასუხიდან უნდა აირჩიოს და პასუხების ფურცელზე მონიშნოს მხოლოდ ერთი, რომელიც სწორად მიაჩნია.
წერითი დავალების მოცულობა განისაზღვრა 120 – 170 სიტყვით.

ტესტის დავალებების საერთო რაოდენობა არის 7. ტესტის მაქსიმალური ქულაა 70.  აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს. გამოცდის ხანგრძლივობა  იქნება 2 საათი და 30 წუთი.

უცხოური ენის ტესტის განახლებული ფორმატის, თემის შეფასების კრიტერიუმების  და ახალი დავალებების ნიმუშების ნახვა შესაძლებელია კრებულში.

გაზიარება60

დაკავშირებული -პოსტები

” ნარჩუნდება ძლიერი წვიმა და ელჭექი, მოსალოდნელია სეტყვა”- გარემოს ეროვნული სააგენტო

by მეგა TV
ივნისი 16, 2025
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

16-17 ივნისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნარჩუნდება ძლიერი წვიმის და ელჭექის, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში სეტყვის შესაძლებლობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთის მიმართულების...

დაწვრილებითDetails

“ჩვენ ეგზისტენციალურ ბრძოლაში ვართ, რაც ხსნის იმას, თუ რატომ არ ნებდებიან საქართველოში ადამიანები” – სალომე ზურაბიშვილი

by მეგა TV
ივნისი 16, 2025
0
პრეზიდენტი სამძიმრის წერილს აქვეყნებს
მთავარი

ჩვენ ეგზისტენციალურ ბრძოლაში ვართ, რაც ხსნის, თუ რატომ არ ნებდებიან საქართველოში ადამიანები, რადგან ეს არ არის მხოლოდ ტიპური პოლიტიკური კრიზისი. ეს ბევრად მეტია და ეხება საქართველოს მომავალს, - ამის შესახებ საქართველოს...

დაწვრილებითDetails

6-12 საათის გარდაცვლილი იყო – რას აცხადებენ “ხონელიძის კლინიკაში” დაღუპული ბავშვის შესახებ

by მეგა TV
ივნისი 16, 2025
0
6-12 საათის გარდაცვლილი იყო – რას აცხადებენ “ხონელიძის კლინიკაში” დაღუპული ბავშვის შესახებ
მთავარი

ოჯახი, ქუთაისში "ხონელიძის კლინიკის" პერსონალს გულგრილობაში ადანაშაულებს, რასაც ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ,,მეგა ტვ”-ს ანა ჯიშიაშვილი უყვება, მისი რძლის საკეისრო კვეთაზე შეყვანის შემდეგ, ოჯახს აცნობეს რომ ბავშვი 2 დღის გარდაცვლილი...

დაწვრილებითDetails

ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირანის წინააღმდეგ ისრაელის სამხედრო ქმედება დაგმეს – კრემლი

by მეგა TV
ივნისი 16, 2025
0
“დიდი ბრიტანეთი საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების მიზნით ძალისხმევას აძლიერებს”-რუსეთის საგარეო დაზვერვა
მთავარი

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა, ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბრის დროს ახლო აღმოსავლეთში გაუარესებული ვითარება განიხილეს, - ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ლიდერებმა შეშფოთება გამოთქვეს ირან-ისრაელის...

დაწვრილებითDetails

განახლებული ვალუტის კურსი

by მეგა TV
ივნისი 16, 2025
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7288 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7296 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008...

დაწვრილებითDetails

ტატო გრიგალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა მოიგო

by მეგა TV
ივნისი 16, 2025
0
ტატო გრიგალაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
მთავარი

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა მოიგო სამგზის მსოფლიო ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) – მან თურქეთის სახელით გამომსვლელი ქართველი, ვედატ ალბაირაქი (ვანო რევაზიშვილი) დაამარცხა. გრიგალაშვილი მეოთხედფინალში...

დაწვრილებითDetails

როგორ შეიცვლება ზოდიაქოს ამ ნიშნების ცხოვრება ივნისში

by მეგა TV
ივნისი 16, 2025
0
რომელია თქვენი ბედნიერების ფერი? – გაიგეთ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მთავარი

ასტროლოგებმა დაასახელეს ოთხი ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც 2025 წლის ივნისში ღრმა სულიერ განსაცდელებს გაივლიან. ვერძი ვერძები ასტროლოგიური მოვლენების ცენტრში არიან, რადგან სატურნი და ნეპტუნი მაისის ბოლოს მათ ნიშანში შევიდნენ, რაც საფუძველს...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 3 ნიშანი , რომელსაც უნდა უფრთხილდეთ

by მეგა TV
ივნისი 16, 2025
0
ნოემბრის თვის ყველაზე იღბლიანი დღეები ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

მორიელი მორიელებს აქვთ წარმოუდგენელი მიმზიდველობა და იდუმალება, რომლის ამოხსნაც რთულია. ვის არ ხიბლავს საიდუმლოს გამხელის სურვილი? ამ ნიშნის ინტენსივობა გასაოცარია, მათი გამჭოლი მზერა მყისიერად იპყრობს ყურადღებას და გულისცემას აჩქარებს. საიდუმლო...

დაწვრილებითDetails

როგორ კვირას გვიწინასწარმეტყველებენ ვარსკვლავები

by მეგა TV
ივნისი 16, 2025
0
ნოემბრის თვის ყველაზე იღბლიანი დღეები ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ორშაბათი, 16 ივნისი დღეს ვარსკვლავები გპირდებიან წარმატების შანსს თითქმის ყველა სფეროში. მთავარია — არ გაუშვათ მომენტი ხელიდან! განსაკუთრებით ხელსაყრელი დღეა ორგანიზატორებისთვის და მათთვის, ვინც მნიშვნელოვანი მოლაპარაკების მოლოდინშია. გულთბილი ურთიერთობა და...

დაწვრილებითDetails

თქვენ წარმატებას არა მხოლოდ შრომით, არამედ წესრიგითაც მიაღწევთ

by მეგა TV
ივნისი 16, 2025
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

ვერძი ივნისში ვერძები იღვიძებენ ახალი მიზნებისთვის. შესაძლოა, თავი კვლავ წარსულ გეგმებთან დაბრუნების საჭიროების წინაშე აღმოაჩინოთ. თუმცა, ამჯერად მეტი სიზუსტითა და სტრატეგიით იმოქმედებთ. თვის ბოლოს შესაძლოა მოულოდნელი მოგზაურობა ან სასიყვარულო ინიციატივა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"