LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პრეზიდენტის იმპიჩმენტს საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატი აწერს ხელს

2023-ში პარლამენტმა აღარ მოგვაწოდა ის საჯარო ინფორმაცია, რომელსაც 10 წელი გვაწვდიდა-TI

დაპოსტა 2024/07/10-ში
A A
12
ნახვა
გაზიარება

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო პარლამენტის 2023 წლის საქმიანობის შეფასებას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ გასულ წელს “პარლამენტი ყველაზე მეტად დაიხურა”.

ორგანიზაციის ცნობით, მათ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის ფარგლებში, პარლამენტმა არ მიაწოდა ის ინფორმაცია, რომელსაც გასულ წლებში აწვდიდა.

TI-ში აცხადებენ, რომ პარლამენტი აღარ გასცემს იმ საჯარო ინფორმაციას, რომელიც დეპუტატების კრიტიკის საფუძველი შეიძლება გახდეს.

“პარლამენტმა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის ფარგლებში არ მოგვაწოდა ის ინფორმაცია, რომელსაც უკანასკნელი 10 წელია გვაწვდიდა: პარლამენტის წევრთა სიტყვით გამოსვლის რაოდენობა, დეპუტატების მიმართ გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობების შესახებ ინფორმაცია, კომიტეტების საქმიანობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია”- ნათქვამია განცხადებაში.

TI-ის ანგარიშის ძირითადი მიგნებები:

2023 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საქართველოსთვის, ვინაიდან ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ევროინტეგრაციის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პარლამენტის როლი.

2023 წლის თებერვალში უმრავლესობის წევრებმა ხალხის ძალის სახით, პარლამენტს წარუდგინეს ე. წ რუსული კანონი რომელსაც პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი. კანონპროექტების განხილვას დიდი მღელვარება მოჰყვა საზოგადოებაში. აქციები 2-8 მარტის ჩათვლით გრძელდებოდა. საპროტესტო აქციების შემდეგ მმართველმა პარტიამ ინიციატივების უკან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. ხალხის ამ წინააღმდეგობამ და ევროპული არჩევანისთვის ბრძოლამ მნიშვნელოვანწილად განაპირობა ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება.

საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე იმ 9 პირობიდან ერთ-ერთია, რომლის შესრულებაც ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების სანაცვლოდ განუსაზღვრა.

საქართველოსთვის განსაზღვრული ცხრა პირობიდან ნაწილი 2022 წლის ივნისში ევროკომისიის მიერ გაცემულ 12 რეკომენდაციის გაგრძელება იყო, ზოგიერთი კი სრულიად ახალი. საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განსაზღვრული 12 პრიორიტეტიდან შეასრულა მხოლოდ 3.

ანგარიშის თანახმად, ძირითად გამოწვევად 2023 წელს პარლამენტის ღიაობა და გამჭვირვალობაა დასახელებული. ასევე, მედიის აკრედიტაციის განახლებული რეგულაციები.

ძირითადი გამოწვევები

2023 წელს განსაკუთრებით გაუარესდა პარლამენტის ღიაობა და გამჭვირვალობა. პარლამენტის შენობაში შესვლასა და კომიტეტის სხდომაზე დასწრებაზე უარის თქმა დაუსაბუთებლად, მხოლოდ პარლამენტის უსაფრთხოების წესებზე ზოგადი მითითებით ხდებოდა. ასევე, ამოქმედდა მედიის აკრედიტაციის განახლებული რეგულაციები, რომელმაც პარლამენტი კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის კიდევ უფრო დახურული და გაუმჭვირვალე უწყება გახადა.

პარლამენტის რეგლამენტით გაუარესდა საპარლამენტო კონტროლი, ანგარიშვალდებული ორგანოს ანგარიშების უმრავლესობის პლენარულ სხდომაზე განხილვა აღარ არის სავალდებულო; უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობის განხორციელება სუსტია. ნდობის ჯგუფი კვლავ არასრული შემადგენლობით ახორციელებს საქმიანობას;

პარლამენტში არ იქმნება დროებით საგამოძიებო კომისია. უმრავლესობა ხელოვნურად უშლის ხელს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას. უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების პროექტის კენჭისყრა არ შედგა, რადგან უმრავლესობის დეპუტატებმა რეგისტრაცია არ გაიარეს სხდომის წინ. როგორც განაცხადეს, ეს იყო სანქცირებული მოსამართლეების „სოლიდარობის აქტი”;

მინისტრები და სხვა ანგარიშვალდებული პირები დროულად და სრულად არ პასუხობდნენ სადეპუტატო კითხვებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კითხვის ავტორი ოპოზიციონერი დეპუტატი იყო. პასუხგაუცემელი სადეპუტატო კითხვებიდან 791 ავტორი იყო ოპოზიცია (რაც ოპოზიციის მიერ დასმული კითხვების 27%-ს წარმოადგენს), ხოლო უმრავლესობის მიერ დასმულ 5 კითხვას არ გაეცა პასუხი (რაც უმრავლესობის მიერ დასმული კითხვების 6%-ს წარმოადგენს);

ეთიკის კოდექსის მიღების მიუხედავად, დღემდე არ არის ჩამოყალიბებული ეთიკის საბჭოს შემადგენლობა. შედეგად, ვერ ხდება ეთიკის კოდექსის მოთხოვნების აღსრულება, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის წევრები ხშირად არღვევენ ეთიკურ ნორმებს, პარლამენტში კვლავ არ მოქმედებს ეთიკის კომისია;

გამოწვევად რჩება დაჩქარებული წესით კანონპროექტების განხილვის პრაქტიკა. პარლამენტმა ამ წესით 122 კანონის პროექტი მიიღო; საკანონმდებლო წინადადების განხილვას ფორმალური ხასიათი გააჩნია.

ორგანიზაციის რეკომენდაციები:

საპარლამენტო ზედამხედველობა

უსაფრთხოების სექტორზე ეფექტიანი საპარლამენტო ზედამხედველობისათვის მიზანშეწონილია გადაიდგას შემდეგი ნაბიჯები:

უნდა გაძლიერდეს უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობა, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სრულფასოვანი ზედამხედველობისათვის პარლამენტში შეიქმნას სპეციალიზირებული სტრუქტურა (ცალკე კომიტეტი, ქვეკომიტეტი ან ნდობის ჯგუფი გაფართოებული მანდატით). სპეციალიზირებულ სტრუქტურასთან უნდა არსებობდეს ექსპერტთა დამოუკიდებელი საბჭო;

საპარლამენტო კონტროლი სრულფასოვნად უნდა ხორციელდებოდეს. უნდა არსებობდეს საპარლამენტო ზედამხედველობის სათანადო გარანტიები რეგლამენტში, კერძოდ უზრუნველყოფილი იყოს ოპოზიციის სრულფასოვანი მონაწილეობა; სავალდებულო უნდა იყოს დამოუკიდებელი ორგანოების მიერ პარლამენტისათვის წარდგენილი საქმიანობის ანგარიშების პლენარულ სხდომაზე განხილვა; უმრავლესობა ხელოვნური ბერკეტებით არ უნდა აფერხებდეს ოპოზიციის მიერ კონტროლის მექანიზმების გამოყენებას;

პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების ხელმძღვანელების დანიშვნისას, პოლიტიზირებული გადაწყვეტილების თავიდან ასაცილებლად, სავალდებულო უნდა იყოს ოპოზიციურ ფრაქციებთან კონსულტაცია და რეგლამენტში უნდა გაიწეროს მათთან შეთანხმების გზით გადაწყვეტილების მიღების წესი.

კანონშემოქმედებითი მიმართულება

ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე საკანონმდებლო პროცესი ფართო დისკუსიისა და ექსპერტების ჩართულობის ფონზე უნდა მიმდინარეობდეს, პარლამენტის წევრები ამ პროცესში უნდა ითვალისწინებდნენ საზოგადოების აზრს, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების დროს უნდა კეთდებოდეს რეგულირების ზეგავლენის შეფასება;

მხოლოდ საგამონაკლისოდ უნდა ხდებოდეს როგორც დაჩქარებული წესით კანონპროექტთა, ასევე მათი განხილვის ვადების გადაწევა;

საკანონმდებლო წინადადებები სამოქალაქო ჩართულობის ფორმალურ ინსტრუმენტად არ უნდა იქცეს. პარლამენტი საკანონმდებლო წინადადებებს დროულად უნდა იხილავდეს და ასევე აძლევდეს საშუალებას წინადადების ავტორებს კომიტეტზე წარადგინონ მოსაზრებები.

ღიაობა და გამჭვირვალობა

პარლამენტი ხელს უნდა უწყობდეს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ჩართულობას საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში და არ უნდა ქმნიდეს ხელოვნურ ბარიერებს;

პარლამენტი უნდა უზრუნველყოფდეს სამოქალაქო საზოგადოების და მედიის ჩართულობას საპარლამენტო საქმიანობაში და არ ახდენდეს მათი მონაწილეობისა და ჩართულობის დაბლოკვას საკანონმდებლო ცვლილებების თუ არსებული წესების დარღვევის ხარჯზე;

პარლამენტი კანონით დადგენილ ვადებში და წესით უნდა გასცემდეს საჯარო ინფორმაციას, რაც მისივე საქმიანობის გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას ემსახურება. პარლამენტის შენობაში შესვლა დაუსაბუთებლად არ უნდა ეზღუდებოდეთ მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს;

ეთიკის კოდექსის ამოქმედების მიზნით, პარლამენტმა დროულად უნდა შეძლოს ეთიკის საბჭოს დაკომპლექტება. ბოლო წლების განმავლობაში გახშირებულია დეპუტატებს შორის როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური დაპირისპირება, რაზეც სათანადო რეაგირების შესაძლებლობა არ არსებობს.

ანგარიშში ასევე მოცემულია სტატისტიკური მონაცემები მინისტრის საათებსა და ინტერპელაციებზე, დეპუტატების არასაპატიო გაცდენებისა და პარლამენტის დეპუტატების სამივლინებო ხარჯების შესახებ.

სტატისტიკური მონაცემები:

2023 წელს 12 მინისტრის საათი და 6 ინტერპელაცია ჩატარდა;

კომიტეტის სხდომაზე ანგარიშვალდებული პირები 6-ჯერ დაიბარეს (5 შემთხვევაში ინიციატორი ოპოზიცია იყო, 1 შემთხვევაში კომიტეტი). ანგარიშვალდებული პირი 5-ჯერ დაესწრო სხდომას;

73 საკანონმდებლო პაკეტთა (245 კანონის პროექტი) პროექტზე ვადის გაგრძელება 111-ჯერ იქნა გამოყენებული;

შემცირდა სადეპუტატო კითხვების რაოდენობა, პარლამენტის 47 წევრმა სულ 2997 კითხვა გაუგზავნა მინისტრებსა და ანგარიშვალდებულ პირებს, აქედან 77 უმრავლესობის დეპუტატების, ხოლო ოპოზიციის 2920 კითხვა იყო.[1] ყველაზე მეტი კითხვა ოპოზიციის დეპუტატმა თინათინ ბოკუჩავამ გააგზავნა (582 კითხვა).

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ 3 მოთხოვნა დარეგისტრირდა პარლამენტში, ყველას ინიციატორი ოპოზიცია იყო. საგამოძიებო კომისია არც ერთ შემთხვევაში არ შექმნილა. პარლამენტის წევრთა აქტიურობა

საზღვარგარეთ მივლინებებში პარლამენტის 98 წევრზე დაიხარჯა 1,836,033.17 ლარი;

ყველაზე მეტი კანონპროექტის ინიციატორია უმრავლესობიდან ირმა ზავრადაშვილი (105 კანონის პროექტი), ხოლო ოპოზიციიდან ალექსანდრე რაქვიაშვილი (74 კანონის პროექტი);

პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტჯერ გააცდინა ოპოზიციიდან ცეზარ ჩოჩელმა (23 გაცდენა), ხოლო უმრავლესობიდან ელისო ბოლქვაძემ ( 13 გაცდენა);

კომიტეტის სხდომა არასაპატიო მიზეზით ოპოზიციიდან ყველაზე მეტჯერ გააცდინა გიორგი გოდაბრელიძემ (16 გაცდენა), ხოლო უმრავლესობიდან მარიამ ლაშხმა (10 გაცდენა). მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები

პროგრესულად შეფასებულ კანონთა შორისაა: პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი, კორუფციის შესახებ კანონში ცვლილება, რომლითაც პროკურორები ვალდებული არიან ქონებრივი დეკლარაცია წარადგინონ.

ნეგატიურადაა შეფასებული შემდეგი საკანონმდებლო ცვლილებები: შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების წინასწარი აკრძალვის შესახებ ინიციატივა, სიძულვილის ენის რეგულირებასთან დაკავშირებით მაუწყებლის შესახებ ცვლილებები, რეგლამენტში ცვლილებები ანგარიშვალდებულების და კონტროლის შესახებ.

გაზიარება5

დაკავშირებული -პოსტები

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მრევლს მიმართავს. „გვსურს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს ვაცნობოთ, რომ ვინმე გიორგი გულიაშვილი, რომელიც გარკვეული პერიოდის წინ ჩვენ მიერ მხილებული იყო, როგორც თვითმარქვია...

დაწვრილებითDetails

“ევროკავშირის 2026 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების საგანგაშო მდგომარეობას კიდევ ერთხელ ადასტურებს”- საია

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
საიას ქუთაისის ფილიალი არჩევნების მეორე ტურს მხოლოდ ქუთაისში დააკვირდება
მთავარი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) შეფასებით, ევროკავშირის 2026 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების საგანგაშო მდგომარეობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს შესახებ 2026 წლის ანგარიში, რომელიც...

დაწვრილებითDetails

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
მთავარი

ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ50 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

სახლის ანგელოზის ლოცვა, რომელიც ოჯახის ყველა წევრმა უნდა წაიკითხოს

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
რა ვიცით სახლის ანგელოზის შესახებ – დღეს მისი დღეა
მთავარი

ყველა ოჯახს ჰყავს მფარველი ანგელოზი, რომელიც არასოდეს განეშორება და მუდამ იფარავს სახლს. როდესაც ოჯახი გასაჭირშია, სახლის ანგელოზი გადააფარებს ფრთებს მთელ სახლს და განსაკუთრებით ლოცულობს უფლის წინაშე... სახლთანგელოზობა არის წელიწადში ერთხელ,...

დაწვრილებითDetails

ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე 3 პირი დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე 3 პირი დააკავეს
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე 3 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით,...

დაწვრილებითDetails

„არ შეცდეთ და არ მოტყუვდეთ!“ – გოგა მანია მიმართვას ავრცელებს

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
მთავარი

ეზოტერიკოსი გოგა მანია გამომწერებს მიმართავს. „გაფრთხილება!! ესენია მხოლოდ ინსტაგრამის ყალბი ექაუნთები! ამას ემატება ამდენივე ფეისბუქ და სხვა სოც ქსელები არ შეცდეთ და არ მოტყუვდეთ. სამწუხაროდ, ჩემი ექაუნთიდან გადმოაქვს ვოდეოები და...

დაწვრილებითDetails

თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
თბილისში,ლიფტში ნაპოვნი კაცი სავარაუდოდ მოკლულია
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის და დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს ორი პირი დააკავეს. უწყების ცნობით,...

დაწვრილებითDetails

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებული, თურქეთის სამართალდამცავი...

დაწვრილებითDetails

ძლიერი ქარი, წვიმა და თოვლი – როგორი ამინდია მოსალოდნელი

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
თოვლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება -გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
ამინდი

დღეს, 9 ნოემბერს, საქართველოში არაერთგვაროვანი ამინდია მოსალოდნელი. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შედარებით მშრალი, თუმცა ცივი და ქარიანი დღე იქნება, დასავლეთ საქართველოში კი ნალექია მოსალოდნელი. თბილისში დღე ღრუბლიანი იქნება, დღის მეორე ნახევარში...

დაწვრილებითDetails

საპენსიო ფონდი ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
საქართველოს საპენსიო ფონდი განცხადებას ავრცელებს
მთავარი

როგორ გროვდება საპენსიო დანაზოგი, სად ინვესტირდება მოქალაქეთა საპენსიო შენატანები და როგორ აისახება საინვესტიციო შედეგები ინდივიდუალურ ანგარიშებზე, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საპენსიო ფონდი საინფორმაციო ბლოგს ავრცელებს, რომელშიც დაგროვებითი საპენსიო სისტემის მუშაობის ძირითად...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"