LIVE TV
ხუთშაბათი, ნოემბერი 20, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

2022 წლის IV კვარტალში უმუშევრობის დონე 16%-მდე შემცირდა – “საქსტატი”

დაპოსტა 2023/02/20-ში
340
ნახვა
გაზიარება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.1 პროცენტი შეადგინა.

როგორც “საქსტატის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2022 წლის IV კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 42.9 ათასი კაცით (5.1%) და 884.1 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 18.0 ათასით გაიზარდა (4.5%) და 420.4 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 42.3 ათასით (14.5%) და 249.5 ათასი შეადგინა.

“2022 წლის IV კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 52.7 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 2.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 44.2 პროცენტი შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.3 პროცენტული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში კი – 1.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 3.0 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი, სოფლის ტიპის დასახლებებში კი – 2.3 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 45.8 პროცენტს და 42.1 პროცენტს შეადგენს.

2022 წლის IV კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 67.8 პროცენტი შეადგინა. 2022 წლის IV კვარტალში უმუშევრობის დონე როგორც საქალაქო, ისე სასოფლო ტიპის დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია, შესაბამისად 3.7 და 1.9 პროცენტული პუნქტით.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2022 წლის IV კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 3.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 2.8 პროცენტული პუნქტით. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2022 წლის IV კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 42.7 პროცენტს, ხოლო კაცებში 64.0 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში გაზრდილია 1.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 0.9 პროცენტული პუნქტით. 2022 წლის IV კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალებში, ასევე კაცებში შესაბამისად 2.9 და 2.5 პროცენტული პუნქტით,” – ნათქვამია ინფორმაციაში.

თეგები: საქსტატიუმუშევრობა
გაზიარება136

დაკავშირებული -პოსტები

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ნოემბერი 19, 2025
102
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ამირან (ბუტა) რობაქიძის გარდაცვალების საქმეზე, დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით ჩადენილი, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დამნაშავედ ცნო, ხოლო ამავე საქმეზე სასამართლომ...

დაწვრილებითDetails

ვალუტის ახალი კურსი

ნოემბერი 19, 2025
237
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7073 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7078 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005...

დაწვრილებითDetails

ირაკლი ოქრუაშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ნოემბერი 19, 2025
175
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამავე საქმეზე ბრალდებული ზურაბ ადეიშვილი კი გაამართლა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც დიდი სიურპრიზი ელოდება

ნოემბერი 19, 2025
34
მთავარი

კურო ეს კვირა შეიძლება თქვენთვის სასარგებლო ფინანსური ან კარიერული წინადადებით იყოს გამორჩეული. შესაძლოა, დაგიპატიჟონ საინტერესო პროექტში, მიიღოთ ხელფასის გაზრდის შეთავაზება ან დაწინაურება. მთავარია, არ შეგეშინდეთ ცვლილებების და ზედმეტად დიდხანს არ...

დაწვრილებითDetails

რა უნდა გააკეთოს ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა ახალ წლამდე

ნოემბერი 19, 2025
45
მთავარი

კურო  – მეტი ყურადღება დაუთმეთ ფინანსებს და გაწერეთ მომდევნო წლის ბიუჯეტი. – მოამრავლეთ ოთახის მცენარეები – ისინი მეტ სიმყუდროვეს შემოიტანენ თქვენს ცხოვრებაში. ტყუპები  – დაგეგმეთ მეგობრებთან შეხვედრები და გააფართოეთ თქვენი...

დაწვრილებითDetails

ავტოსაგზაო შემთხვევებისას გარდაცვალებისა და დაშავების მაჩვენებელში სიჩქარის გადაჭარბება პირველ ადგილზეა – ალექსანდრე დარახველიძე

ნოემბერი 19, 2025
9
მთავარი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევებისას გარდაცვალებისა და დაშავების მაჩვენებელში სიჩქარის გადაჭარბება პირველ ადგილზეა. ამის შესახებ მან პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საგზაო მოძრაობის წესების...

დაწვრილებითDetails

“საქართველო და სომხეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების განვითარებას განაგრძობენ” – მიხეილ ყაველაშვილი

ნოემბერი 19, 2025
10
მთავარი

საქართველო და სომხეთი მრავალი საუკუნეა, გვერდიგვერდ, ჰარმონიულად თანაცხოვრობენ. ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე, ნდობასა და ურყევ მეგობრობაზეა დაფუძნებული, მხოლოდ გეოგრაფიული სიახლოვით არასდროს ყოფილა განპირობებული, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა,...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა, გიგა ავალიანის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

ნოემბერი 19, 2025
33
მთავარი

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში გიგა ავალიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების შედეგად მისი სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა,...

დაწვრილებითDetails

შეიკრა წიგნები, ალბომები… გამოჩნდა ცარიელი თაროები – ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკა რეაბილიტაციისთის ემზადება

ნოემბერი 19, 2025
16
ფოტო: ნანული ცხვედიანი
მთავარი

"შეიკრა წიგნები, ალბომები და ბროშურები, ყველაფერი ფორმატების მიხედვით ჩალაგდა ყუთებში, ახრიწინდა ასეულობით მეტრი "სკოჩი" და გამოჩნდა ცარიელი თაროები... ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის წინასარემონტო სამზადისში აქტიურად ჩაერთო ჩვენი -...

დაწვრილებითDetails

გზებზე დაშავებისა და გარდაცვალების მაჩვენებლით ევროპაში პირველ ადგილზე ვართ – ალექსანდრე დარახველიძე

ნოემბერი 19, 2025
17
მთავარი

საქართველო საავტომობილო გზებზე დაშავებისა და გარდაცვალების მაჩვენებლით კვლავ მაღალ ნიშნულზეა და ევროპაში პირველ ადგილზე ვართ - საქართველოში, ყოველწლიურად 100 000 მოსახლეზე საშუალოდ 11 ადამიანი კვდება, მაშინ როდესაც ევროპული საუკეთესო მაჩვენებელი არის...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».