2022 წლის ყველაზე გამორჩეული დღე გახლავთ 22 თებერვალი, ამის შესახებ მიხეილ ცაგარელი აცხადებს, მისი თქმით, სამშაბათს 22 თებერვალს ყველაზე სასიკეთო კოსმოსური ენერგიის აკუმულაცია მოხდება.
“განსაკუთრებულად მიაქციეთ ყურადღება 22 რიცხვს, 22.02.2022 ჩვენ ვხედავთ რომ არის ექვსი ორიანი, ეს არის ჯამში 12 რიცხვი 1+2 გვაძლევს 3-ს, 3 არის საკრალური სამების, რიცხვი, ღვთიური რიცხვი, ეს ნიშნავს, რომ 22-ში, სამშაბათ დღეს ხდება აკუმულაცია ძალიან სასიკეთო კოსმოსური ენერგიებისა, ამიტომ ეს არის საუკეთესო დრო და დღე, 22 თებერვალს საღამოს 22 საათსა და 22 წუთზე, იმისთვის რომ იოცნებოთ, ჩაუთქვათ სურვილები ილოცოთ და რაღაც სასიკეთო გააკეთოთ, რაც გვაძლევს მაღალ ალბათობას იმისა, რომ ეს ოცნებები, სურვილები შემდგომში ახდეს“, – ამბობს მიხეილ ცაგარელი










