LIVE TV
პარასკევი, იანვარი 30, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

2022 წელს ადრეულ ასაკში ქორწინების ძალიან მაღალი მაჩვენებელი იყო იმერეთში და თბილისშიც – ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელი

დაპოსტა 2023/10/17-ში
80
ნახვა
გაზიარება

2022 წლის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ ადრეულ ასაკში ქორწინება ეთნიკური უმცირესობის პრობლემაა. ძალიან მაღალი მაჩვენებელი იყო იმერეთში და თბილისშიც, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, სოფო რუსეცკიმ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე განმარტებით, ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევები კახეთის რეგიონშიც ხდება.

„ძალიან მაღალი მაჩვენებელი იყო იმერეთში, თბილისშიც, სადაც ბევრი ეთნიკური უმცირესობა არ არის, როგორც ქვემო ქართლში. აქ ისევ სტერეოტიპებს და გენდერულ ნორმებს ვაწყდებით, ამ მიმართულებით ბევრია სამუშაო. ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა ჩვენს ქვეყანას მოუწოდა, რომ იმ რეგიონებში გააძლიეროს მუშაობა, სადაც ეს სტერეოტიპები განსაკუთრებით ძლიერად მოქმედებს. 2020 წელს ჩავატარეთ განწყობების მოკვლევა, ვიკვლიეთ, ეთნიკურ უმცირესობებში რატომ ხდებოდა ადრეულ ასაკში ქორწინება, მათ შორის, იძულებითი ქორწინებები. ამ კვლევის ფარგლებში, ჩვენ შევხვდით როგორც უწყებების – შსს-ს, განათლების წარმომადგენლებს, სოციალურ მუშაკებს, ასევე, ადგილობრივ თემს, ვისი შვილებიც ადრეულ ასაკში დაქორწინდნენ, ან ვინც თავად იყო ადრეულ ასაკში დაქორწინებული. ძალიან საინტერესო მიგნებები ამოვიდა. მაგალითად, უწყებების წარმომადგენლები თვლიდნენ, რომ ეს ეთნიკური უმცირესობების ტრადიცია იყო და ამ ტრადიციასთან ბრძოლა ძალიან რთული, შეუძლებელი იყო. თავად მშობლები რას გვეუბნებოდნენ, იცით? გოგოებისთვის არანაირი პერსპექტივა არ არის, ენობრივი ბარიერი აქვთ, სკოლაში სათანადო განათლებას ვერ იღებენ, რომ შესაბამისი მომავალი, სამსახური, ეკონომიკური დამოუკიდებლობა ჰქონდეთო. ოჯახებს იმდენად უჭირთ, თუ ოჯახში ბიჭი და გოგო ჰყავთ და ორივესთვის განათლების მიცემის საშუალება არ აქვთ, პრიორიტეტს ბიჭს ანიჭებენ, ესეც პრობლემაა. ასევე, დასახელდა ასეთი პრობლემა – დედები გვეუბნებოდნენ, სკოლაში შვილის გაშვება მეშინია, რადგან იქ ბიჭები მანქანით ხშირად არიან მოსულები, გოგოებს ჩასაფრებულები და გვეშინია შვილს ვიღაცამ თავისუფლება უკანონოდ არ აღუკვეთოსო. ხანდახან, მშობელს ურჩევნია, თავად შეურჩიოს გოგოს მისთვის სასურველი ქმარი, ვიდრე უცხო პირისგან იყოს მოტაცებული. გვეუბნებოდნენ, ვიცნობ მაინც იმ ოჯახს, ფინანსურად ძლიერიაო და მშობლებს ჰგონიათ, რომ ასე მათი შვილის მომავალი უკეთესი იქნება, რადგან გოგოების პერსპექტივას ვერ ხედავენ.

სხვადასხვა კვლევის ფარგლებში სულ ვიკვლევთ, რა საგანმანათლებლო, სპორტული ღონისძიებებია რეგიონებში მოზარდებისთვის, სამწუხაროდ, ასეთი არაფერი კეთდება.

ვფიქრობ, რომ სოციალურ თემამდე დავდივართ. ოჯახებში ეკონომიკურ პრობლემებს, გოგონების უპერსპექტივობას უფრო მივაკუთვნებდი ამ ფაქტს, ვიდრე ტრადიციებს. ჩვენ ადგილზე მოსახლეობას ვხვდებით და ისინი ბევრ პრობლემას ასახელებენ“, – განაცხადა რუსეცკიმ.

interpressnews.ge

გაზიარება32

დაკავშირებული -პოსტები

განახლებული ვალუტის კურსი 30 იანვრისთვის

იანვარი 29, 2026
20
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 30 იანვრისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.6922, ევრო –3.2166, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.7139 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი...

დაწვრილებითDetails

ჩოხატაურის საკრებულომ, თავმჯდომარე დავით შარაშიძე, რომელიც ჯგუფური ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული, თანამდებობიდან გადააყენა

იანვარი 29, 2026
46
მთავარი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, თავმჯდომარე დავით შარაშიძე, რომელიც პოლიციელზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული, თანამდებობიდან გადააყენა. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. „საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება საკრებულოს თავმჯდომარის, დავით შარაშიძის საკრებულოს თავმჯდომარის...

დაწვრილებითDetails

“ხშირად რომ ვიღებთ კანონებს უფრო ვშორდებით და ვშორდებით ღმერთს” – მეუფე იაკობი

იანვარი 29, 2026
31
მთავარი

"ხშირად რომ ვიღებთ კანონებს უფრო ვშორდებით და ვშორდებით ღმერთს" - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. "ზოგი კანონი მართლა საჭიროა, რომ სახელწიფო არ ჩამოიშალოს და ზოგი კიდე ვიღაცეების...

დაწვრილებითDetails

მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსენებით 3 თებერვლის ნაცვლად, 17 თებერვალს წარდგება

იანვარი 29, 2026
12
მთავარი

17 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიხეილ ყაველაშვილი ყოველწლიური მოხსენებით გამოვა. რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის მოხსენებას საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარულ სხდომაზე ისმენს. საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარულ სხდომა კი, თებერვლის პირველ...

დაწვრილებითDetails

„ნუ გეშინია, ბიჭო“ – სუსი ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს

იანვარი 29, 2026
54
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დღეს ჩატარებული მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად, შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 21...

დაწვრილებითDetails

ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს

იანვარი 29, 2026
84
მთავარი

საქართველოს მთავრობის №33 დადგენილებით, 2026 წლის 27 იანვრიდან ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი) ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს. ცხოველის მფლობელს, ცოფით ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მიყენებული ზარალი ნაწილობრივ...

დაწვრილებითDetails

ბრალდებაწარედგინა მძღოლს, რომლის ავარიას 18 წლის გოგო ემსხვერპლა

იანვარი 29, 2026
270
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 27 იანვარს, გარდაბანში, ალკოჰოლის...

დაწვრილებითDetails

სპეციალური ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში

იანვარი 29, 2026
432
მთავარი

სპეციალური ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში  

დაწვრილებითDetails

ოკაცეს კანიონის მიმდებარედ ახალი ვიზიტორთა ცენტრი აშენდება

იანვარი 29, 2026
18
მთავარი

ოკაცეს კანიონის მიმდებარედ ახალი ვიზიტორთა ცენტრი აშენდება, - ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა, რომელიც მოიცავს საინფორმაციო სივრცეებსა...

დაწვრილებითDetails

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება

იანვარი 29, 2026
18
მთავარი

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის იშვიათი ხატი "კვანძების გამხსნელი" -  ადამიანი ლოცულობს ამ სურათის წინაშე ყველაზე დამაბნეველ, გადაუჭრელ სიტუაციებში. ხატი ხელს უწყობს ოჯახის შენარჩუნებას და რთული საბინაო საკითხების გადაჭრას და დაქორწინებულ წყვილებს შორის ერთგულების...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».